Jump to content

Recommended Posts

Posted

როგორც ცნობილია, კომპანია SpaceX სულ მალე, მაისში დაიწყებს დედამიწის ახლო ორბიტაზე პირველი Starlink-თანამგზავრების გაყვანას. უახლოესი რამოდენიმე წლის განმავლობაში გაიგზავნება 12 ათასი თანამგზავრი. თითოეულ მათგანს ექნება ლითონის მასიური დეტალები და სილიკონის კარბიდისგან დამზადებული საკმაოდ მოზრდილი სარკე-ანტენა, რომელიც უზრუნველყოფს ინტერნეტის მიწოდების შეფერხების მინიმიზებას. 

image.jpeg 

Starlink-ის თანამგზავრის ზომა დაახლოებით ელექტრომობილ Tesla Model 3-ის გაბარიტების ტოლია. კავშირების ფედერალური კომისია მიიჩნევს, რომ ფუნქციონირების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც თანამგზავრი ატმოსფეროში შემოვა, იგი ათასობით ნაწილად დაიშლება, ბევრი მათგანი დედამიწის ზედაპირამდე მოაღწევს და შესაძოა დააზიანოს რაიმე ან ვინმე 

კომისიის საპასუხოდ SpaceX-ში აცხადებენ, რომ Starlink - ეს არის კონსტრუქცია, რომელიც ცვლილებე მუდმივად განიცდის. კომპანიის ინჟინრები უკვე დაკავდნენ თანამგზავრების დიზაინის საკითხით, რათა გამოირიცხოს მდგრადი ლითონებისგან დამზადებული დეტალები. დაგეგმილია შეიცვალოს ლითონი ძრავსა და რეაქტორში. კომპანია SpaceX ირწმუნება, რომ თანამგზავრის ახალი დიზაინით დედამიწაზე ნამსხვრევების ჩამოვარდნის ალბათობა ნულამდე შემცირდება: თანამგზავრები მთლიანად დაიწვება ატმოსფეროში შემოსვლისას. თუმცა რაც შეეხება პირველ ეტაპზე უკვე გასაშვებად გამზადებულ 75 თანამგზავრს, მათში ჯერ მაინც შედის ელემენტები, რომელთაც აქვთ შანსი - მოაღწიონ პლანეტის ზედაპირამდე. 

მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ SpaceX  ნულოვანი საფრთხის პირობას იძლევა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ კონკრეტული პირობებიდან გამომდინარე დიზაინის ცვლილებებიც არ იძლევა ატმოსფეროში სრულად დაწვის გარანტიას. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.