Magdalena Posted March 25, 2019 Posted March 25, 2019 იაპონური მანქანათმშენებელი კომპანია თვლის, რომ ჰიბრიდული ავტომობილები უფრო სასარგებლოა გარემოსთვის, ვიდრე ელექტრომობილები. საქმე ის არის, რომ აკუმულატორების წარმოება შეზღუდულია და კომპანიას შეუძლია გაყიდოს უფრო მეტი ჰიბრიდი, ვიდრე ელექტრომანქანა - წერს PCMag. Toyota-ს კვლევებისა და წარმოების ვიცე-პრეზიდენტმა ჯერალდ კილმანმა ჟენევის ავტოსალონის გამოფენის მსვლელობისას განაცხადა, რომ კომპანია კონცენტრირებულია ჰიბრიდებზე აკუმულატორების წარმოებისა და გავრცელების საკითხის გამო. კილმანის თქმით, Toyota-ს საწარმოო ძალები ამჟამად შეადგენს წელიწადში 28 ათას აკუმულატორს მთლიანად ელექტრო ტრანსპორტის კვებისთვის. ხოლო თუკი ამის ნაცვლად საწარმოო ხაზებს დაიკავებს ის აკუმულატორები, რომლებიც ჰიბრიდებში გამოყენებისთვისაა განკუთვნილი ჩვეულებრივი ბენზინის ძრავების გვერდით განსათავსებლად - ასეთ შემთხვევაში Toyota შეძლებს გამოუშვას მილიონნახევარი ავტომობილი. ამიტომ, Toyota თვლის, რომ ჰიბრიდები უფრო დადებით გავლენას ახდენენ გარემოზე, რადგანაც მილიონნახევარი ჩვეულებრივი ავტომობილის ჩანაცვლება ჰიბრიდებით - ეს ნიშნავს გამონაბოლქვის უფრო მეტად შემცირებას, ვიდრე 28 ათასი ტრადიციული ავტომობილის ელექტრომობლით ჩანაცვლებისას მოხდებოდა. მოკლევადიან პერსპექტივაში ამ მიდგომას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჰიბრიდების გამოყენებით Toyota იგებს დროს, რათა გაზარდოს აკუმულატორების წარმოება ისე, რომ არ დასჭირდეს ერთბაშად უზარმაზარი ინვესტიციის ჩადება. კომპანიის ხელმძღვანელობის ასეთი გადაწყვეტილება იძლევა საფუძველს ჩაითვალოს, რომ Toyota თავის ყველა ავტომობილს ჰიბრიდად აქცევს მანამ, სანამ ორიენტირს მთლიანად ელექტრო მოდელების წარმოებისკენ შეცვლის. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ Toyota ინვესტირებას ახდენს წყალბადის სატრანსპორტო საშუალებებშიც, როგორიცაა მაგალითად Mirai. https://techno.nv.ua/auto/radi-obshchego-blaga-v-toyota-obyasnili-pochemu-ne-hotyat-vypuskat-elektromobili-50011429.html Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.