Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

იაპონური მანქანათმშენებელი კომპანია თვლის, რომ ჰიბრიდული ავტომობილები უფრო სასარგებლოა გარემოსთვის, ვიდრე ელექტრომობილები. 

საქმე ის არის, რომ აკუმულატორების წარმოება შეზღუდულია და კომპანიას შეუძლია გაყიდოს უფრო მეტი ჰიბრიდი, ვიდრე ელექტრომანქანა - წერს PCMag. 

Toyota- კვლევებისა და წარმოების ვიცე-პრეზიდენტმა ჯერალდ კილმანმა ჟენევის ავტოსალონის გამოფენის მსვლელობისას განაცხადა, რომ კომპანია კონცენტრირებულია ჰიბრიდებზე აკუმულატორების წარმოებისა და გავრცელების საკითხის გამო. 

ილმანის თქმით, Toyota- საწარმოო ძალები ამჟამად შეადგენს წელიწადში 28 ათას აკუმულატორს მთლიანად ელექტ ტრანსპორტის კვებისთვის. ხოლო თუკი ამის ნაცვლად საწარმოო ხაზებს დაიკავებს ის აკუმულატორები, რომლებიც ჰიბრიდებში გამოყენებისთვისაა განკუთვნილი ჩვეულებრივი ბენინის ძრავების გვერდით განსათავსებლად - ასეთ შემთხვევაში Toyota შეძლებს გამოუშვას მილიონნახევარი ავტომობილი 

ამიტომ, Toyota თვლის, რომ ჰიბრიდები უფრო დადებით გავლენას ახდენენ გარემოზე, რადგანაც მილიონნახევარი ჩვეულებრივი ავტომობილის ჩანაცვლება ჰიბრიდებით - ეს ნიშნავს გამონაბოლქვის უფრო მეტად შემცირებას, ვიდრე 28 ათასი ტრადიციული ავტომობილის ელექტრომობლით ჩანაცვლებისას მოხდებოდა. 

მოკლევადიან პერსპექტივაშ ამ მიდგომას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჰიბრიდების გამოყენებით Toyota ებს დროს, რათა გაზარდოს აკუმულატორების წარმოება ისე, რომ არ დასჭირდეს ერთბაშად უზარმაზარი ინვესტიციის ჩადება 

კომპანიის ხელმძღვანელობის ასეთი გადაწყვეტილება იძლევა საფუძველს ჩაითვალოს, რომ Toyota თავის ყველა ავტომობილს ჰიბრიდად აქცევს მანამ, სანამ ორიენტირს მთლიანად ელექტრო მოდელების წარმოებისკენ შეცვლის. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ Toyota ინვესტირებას ახდენს წყალბადის სატრანსპორტო საშუალებებშიც, როგორიცაა მაგალითად Mirai. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.