Magdalena Posted March 23, 2019 Posted March 23, 2019 გასული წლის ზაფხულში კომპანია Zotac-მა წარადგინა კომპაქტური გეიმინგ-კომპიუტერი MEK Mini. ამჯერად კი მწარმოებელმა ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტა გამოუშვას ეს პატარა, თუმცა მძლავრი კომპიუტერი, რომელმაც თავდაპირველ კონფიგურაციასთან შედარებით გარკვეული ცვლილებები განიცადა. MEK Mini-ს საფუძვლად უდევს ექვსბირთვიანი პროცესორი Intel Core i7-8700, რომელიც მუშაობს 3,3/4,6 გჰც სიხშირეზე. როგორც ჩანს, კომპაქტური კორპუსი არ იძლევა საშუალებას - გამოყენებულ იქნას გაგრილების დიდი და მძლავრი სისტემა, ამიტომაც გამოყენებულია პროცესორი დაბლოკილი multiplier-ით. გრაფიკის დამუშავებაზე პასუხისმგებელია GeForce RTX 2070 ბარათის თავად Zotac-ს მიერ წარმოებული კომპაქტური ვერსია. კომპანია არ ასახელებს GPU-ის სიხშირეს, თუმცა კომპაქტურ კორპუსში დიდ აჩქარებას არ უნდა ველოდოთ. შეგახსენებთ, რომ GeForce RTX 2070 ბარათის ეტალონური სიხშირე შეადგენს 1410/1620 მეგაჰერცს. კომპიუტერზე ხელმისაწვდომია ორი DisplayPort 1.4, ერთი HDMI 2.0b, DVI-D და VirtualLink (USB Type-C). DDR4-2666 ტიპის ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 16 გიგაბაიტია. მონაცემთა შენახვისთვის განკუთვნილია 2,5-დუიმიანი მყარი დისკი, 2 ტერაბაიტიანი HDD და 240 გიგაბაიტიანი SSD. ხელმისაწვდომია გიგაბიტური ადაპტერი Killer E2500 და უსადენო Wi-Fi ადაპტერი Killer AC 1550. მოწყობილობის გაბარიტები შეადგენს 260,8 × 136 × 258,8 მილიმეტრს. კომპიუტერი წარმოდგენილია RGB განათებით. კონექტორების პანელზე განთავსებულია USB 3.0 Type-A და Type-C პორტები, აგრეთვე 3,5 მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი და SD ბარათის სლოტი. Zotac MEK Mini გაყიდვაში მალე გამოვა, თუმცა მისი ფასი ჯერჯერობით უცნობია. https://3dnews.ru/984568 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.