Magdalena Posted March 23, 2019 Posted March 23, 2019 კომპანია Nvidia-მ წარადგინა ბიუჯეტური კომპიუტერი Jetson Nano. კომპიუტერი, როგორც ხელოვნური ინტელექტის ბაზა - შესაძლებელია გამოყენებულ იქნას რობოტებსა და ხელოვნური ინტელექტის მქონე სხვა მოწყობილობებში. მისი ფასი მხოლოდ 99 დოლარს შეადგენს. Jetson Nano - ეს არის გამომთვლელი დაფების ნაკრები, რომლითაც მოწყობილობას ეძლევა საშუალება - ამოიცნოს სახეები, ასევე მიენიჭოს სივრცეში ავტონომიური ნავიგაციის უნარი. კომპიუტერი აღჭურვილია ოთხბირთვიანი ARM A57 პროცესორითა და 128 ბირთვიანი NVIDIA Maxwell ვიდეო ბარათით, აქვს 4 გიგაბაიტიანი LPDDR ტიპის ოპერატიული მეხსიერება. მოწყობილობა ინტეგრირებულია ხელოვნური ინტელექტის შემუშავების პლატფორმათა უმეტესობასთან, რომელთა შორისაა TensorFlow, PyTorch, Caffe, Keras და MXNet. ხელმისაწვდომია სტანდარტული პორტები და ინტეფეისები, მაათ შორის: USB-A და B პორტი, gigabit Ethernet და microSD სლოტი. Jetson Nano წინასწარი შეკვეთებისთვის უკვე ხელმისაწვდომია Nvidia-ს საიტზე. მკვლევარებისა და დეველოპერებისთვის მისი ფასი 99 დოლარია, კომპანიებისთვის კი იგი 129 დოლარი ეღირება. https://hightech.fm/2019/03/20/jetson-nano https://www.theverge.com/circuitbreaker/2019/3/18/18271329/nvidia-jetson-nano-price-details-specs-devkit-gdc 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.