Magdalena Posted March 22, 2019 Posted March 22, 2019 20 მარტს პლატფორმებმა - Nasdaq Global Index Data Service (GIDS), Bloomberg Terminal, Thomson Reuters Eikon (Refinitiv) და შტუტგარტის საფონდო ბირჟამ დაიწყეს ორი ორიენტირებული კრიპტოსავალუტო ინდექსის გაშვება კრიპტო ბაზრის მონაცემების მომწოდებელი წამყვანი რესურსიდან - CoinMarketCap. ინდექსი CMC Crypto 200 Index (CMC200) მოიცავს ტოპ 200 ციფრულ აქტივს ბაზრის კაპიტალიზაციის მხრივ (გლობალური კრიპტო ბაზრის 90%-ზე მეტი). მეორე ინდექსი - CMC Crypto 200 ex BTC Index (CMC200EX) – საშუალებას იძლევა მომხმარებლებმა თვალყური მიადევნონ ბაზარზე არსებულ ვითარებას და ცვლილებებს Bitcoin-ის გათვალისწინების გარეშე, რომელიც სეგმენტის კაპიტალიზაციის 50%-ზე მეტს იკავებს. ორივე ინსტრუმენტის/ინდექსის ადმინისტრირებითა და კვარტალური ბალანსირებით დაკავდება გერმანული საფინანსო ინდექსების მომწოდებელი - Solactive. Solactive-ის გაყიდვების დირექტორის, ფაბიანა კოლინას თქმით, CoinMarketCap-თან თანამშრომლობა მის კომპანიას საშუალებას მისცემს გამოიმუშავოს ინდივიდუალური ინდექსები თავისი მომხმარებლებისთვის. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირაში CoinMarketCap-მა დაამატა რეტინგული სისტემის - Fundamental Crypto Asset Score მხარდაჭერა სტარტაპ Flipside Crypto-სგან. https://forklog.com/nasdaq-bloomberg-i-reuters-nachnut-otobrazhat-kriptovalyutnye-indeksy-coinmarketcap/ 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.