Jump to content

Recommended Posts

Posted

უკვე ცნობილია, რომ კალიფორნიული კომპანია Google დააანონსებს მესამე თაობის ბიუჯეტურ Pixel სმარტფონებს. უკანასკნელი ინფორმაციით, სტანდარტული მოდელის სახელი იქნება Google Pixel 3a, უფროსი ვერიისა კი - Pixel 3a XL. 

image.jpeg 

ორივე სმარტფონს ექნება Full HD+ OLED ეკრანი გვერდების შეფარდებით - 18.5:9. Pixel 3a მოდელის ეკრანის დიაგონალი 5,6 დუიმი იქნება, XL ვერსიისა - 6 დუიმი. აგრეთვე, მომავალ სმარტფონებს ექნება Active Edge-ის მხარდაჭერა და ორი ოდინარული კამერა. ფრონტალური კამერის გაფართოება 8 მეგაპიქსელს შეადგენს, ძირითადი კამერა კი აგებული იქნება 12-მეგაპიქსელიანი გამოსახულების სენსორზე. ამჟამად არსებული ინფორმაციით, სმარტფონებზე გივე სენსორები იქნება წარმოდგენილი, რაც ფლაგმანურ Pixel 3-ს აქვს. 

Google Pixel 3a მოდელს ექნება Qualcomm Snapdragon 670 პროცესორი და 4 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება. ინტეგრირებული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 64 გიგაბაიტს. Pixel 3a XL სმარტფონსაც ასეთივე მოცულობის მეხსიერება ექნება, თუმცა Snapdragon 670 ჩიპის ნაცვლად წარმოდგენილი იქნება ცალკრისტალიანი სისტემით - Snapdragon 710. 

ცნობილია, რომ სმარტფონებს ექნება 2915 და 3000 მილიამპერი/სთ მოცულობის ბატარეები (კონფიგურაციის შესაბამისად), აგრეთვე 18-ვატიანი სწრაფი დატენვის მხარდაჭერა USB Type-C პორტით. უსადენო დატენვაზე ჯერჯერობით არაფერი ნათქვამი. მოსალოდნელია, რომ Google Pixel 3a-სა და 3a XL-ი მიმდინარე გაზაფხულზე გამოვა. სმარტფონების ფასი დაახლოებით 500-600 დოლარს შეადგენს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.