Jump to content

Recommended Posts

Posted

Care Key 

კომპანია Volvo Cars-მა წარადგინა ტექნოლოგია Care Key, რომელიც ხელს შეუწყობს მოძრაობის უსაფრთხოებას. 

image.jpeg 

სისტემა საშუალებას იძლევა დაყენდეს მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა მანამ, სანამ ავტომობილის მფლობელი ახლობლებს ათხოვებს მანქანას, ან იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი ახალგაზრდა და გამოუცდელია. 

მიიჩნევა, რომ Care Key ხელს შეუწყობს საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობის შემცირებას. „უამრავ მძღოლს სურს, ათხოვოს თავისი ავტომობილი ახლობელს და არ სწუხდეს უსაფრთხოებაზე. Care Key - ერთ-ერთი ეფექტური ინსტრუმენტია ამ პრობლემის მოსაგვარებლად, იგი წარმოადგენს უსაფრთხოებისა და სიმშვიდის გარანტიას როგორც ავტომობილის მფლობელის, ასევე მისი ახლობლებისათვის“ - აღნიშნავს ავტომწარმოებელი. 

ცნობილია, რომ 2020 წლისთვის Volvo Cars-ი თავის ყველა ავტომობილში მაქსიმალურ სიჩქარეს შეზღუდავს 180 კმ/სთ-მდე. ტექნოლოგია Care Key კი საშუალებას იძლევა კიდევ უფრო მკაცრად შეიზღუდოს სიჩქარე. 

image.jpeg 

სისტემა Care Key შევა 2021 წლის შემდეგ გამოშვებულ Volvo-ს სტანდარტული კომპლექტაციის ყველა ავტომობილში. 

მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა და Care Key უპირატეობას იძლევა არა მარტო უსაფრთხოების თვალსაზრისით. მათ Volvo-ს მფლობელებისთვის ფინანსური მოგების მოტანაც შეუძლიათ. რამოდენიმე ქვეყენაში კომპანია მოლაპარაკებებზე იწვევს სადაზღვევო კომპანიებს, რათა Volvo-ს უსაფრთხოების ახალი ტექნოლოგიის მომხმარებლებს შესთავაზოს დაზღვევის მაქსიმალურად მომგებიანი პროგრამა“ - აცხადებენ კომპანიაში. 

სტრატეგია Vision 2020 

Volvo Cars-ის აგრძელებს პროგრამა Vision 2020-ის რეალიზაციას, რომლის მიზანია ნულამდე შემცირდეს ავარიების რიცხვი. მორიგი მეთოდი მიმართულია არაფხიზელი და უყურადღებო მძღოლების გამოვლენისკენ. 

image.jpeg 

მძღოლის მდგომარეობის მუდმივი ანალიზისათვის Volvo აპირებს გამოიყენოს სალონში არსებული კამერები და სხვადასხვა სენსორები. თუკი მძღოლი დააიგნორებს ავტომობილის სიგნალებს, რომლებიც მას შესაძლო ავარიის რისკებს აცნობებს, ავტომატურად გააქტიურდება ასისტენტი სისტემები კონკრეტული სიტუაციის შესაბამისად მანქანის სამართავად. 

ბორტის ელექტრონული დამხმარეები შეძლებენ უზრუნველყონ სტაბილური, ფრთხილი გადაადგილება და ავტომობილის გაჩერება უსაფრთხო ადგილზე.  

კამერები რეაგირებას მოახდენენ მძღოლის ისეთ ქცევებზე, რამაც შეიძლება იგი მძიმე ტრავმებამდე ან სიკვდილამდე მიიყვანოს. ესენია: საჭის სრული უმართავობა და უკონტროლობა, საგზაო მიმართულების დარღვევა ან საჭესთან თვალების დახუჭვა გარკვეული დროით, ექსტრემალურად სწრაფად გადასვლა-გადმოსვლა სამოძრაო ზოლიდან ზოლში ან მეტისმეტად შენელებული რეაქცია საგზაო ვითარების მიმართ. 

image.jpeg 

ამგვარი კამერები Volvo-ს ყველა იმ ავტომობილში იქნება წარმოდგენილი, რომლებიც აწყობილი იქნება ახალ SPA2 პლატფორმაზე. ეს უკანასკნელი დღის სინათლეს 2020 წლის დასაწყისში იხილავს. კამერების რაოდენობა და განლაგება მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.