Jump to content

Recommended Posts

Posted

კოსმოსი ბაქტერიების გარეშე არსებული სტერილური ზონაა, მაგრამ კოსმოსური სადგურის შიგნით მიკრობები მაინც არსებობს. მკვლევარების ძალისხმევის მიუხედავად ასტრონავტებთან ერთად სადგურზე მაინც ხვდება ვირუსები და ბაქტერიები, რომლებიც კოსმოსურ პირობებში განსაკუთრებით საშიშია დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ასტრონავტებისთვის. იმის გათვალისწინებით, რომ დახურულ სივრცეში მოხვდება გამძლე და ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი ბაქტერია - საფრთხე ორმაგდება. საბედნიეროდ, ახალი ანტიბაქტერიული საფარი, რომელიც რამოდენიმე თვეა გამოიყენება კოსმოსურ სადგურზე, მეტად ეფექტური საშუალება აღმოჩნდა მიკრობების განადგურებისთვის. 

image.jpeg 

დამცავ საფარს ეწოდება AGXX და იგი ვერცხლისა და რუთენიუმისგან (რუთენიუმი  დიმიტრი მენდელეევის პერიოდული სისტემის მეხუთე პერიოდის მერვე ჯგუფის თანაური ქვეჯგუფის ქიმიური ელემენტი, ატომური ნომერია 44. აღინიშნება სიმბოლოთი Ru (ლათ. Ruthenium). მარტივი ნივთიერება რუთენიუმი (CAS-ნომერი: 7440-18-8) — გარდამავალი მოვერცხლისფრო ფერის ლითონი. მიეკუთვნება პლატინის ჯგუფის ლითონებს). ეს კომპონენტები აქტირად მონაწილეობენ ბაქტერიებისა და საფუარა სოკოების განადგურებაში - ეფექტურობა დამტკიცებულია ხანგრძლივი ექსპერიმენტის შედეგად 

მკვლევარებმა შეამჩნიეს, რომ AGXX საფარში შემავალი ნივთიერებების გავლენით ბაქტერიების რაოდენობა მუდმივად მცირდებოდა. უდიდესი სხვაობა დაფიქსირდა საფარის დაყენებიდან 6, 12 და 19 თვის შემდეგ. სამწუხაროდ, საფარის ეფექტურობა დროთა განმავლობაშ მცირდება, რადგან იგი სხვადასხვა ნარჩენითა და მტვრით იფარება 

ზედაპირის სისუფთავის შეფასებამ აჩვენა, რომ ამ დროისთვის სადგურზე არანაირი საშიში მიკრობი აღარ არსებობს და ეს შედეგი იმედისმომცემია. თუმცა მეცნიერები თვლიან, რომ ეს მასალა გამოუსადეგარი იქნება მარსისკენ ფრენისას - მათ მოუწევთ გამოიგონონ უფრო მძლავრი მეთოდები ბაქტერიებთან საბრძოლველად, სულ მცირე - მოუწევთ იმუშავონ დამცავის ხანგრძლივად მოქმედ ვადაზე. 

ნტიბიოტიკებისადმი მდგრადი ბაქტერიები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 2018 წლის ბოლოს აღმოაჩინეს. ესენი იყო ჩხირისებრი ენტერობაქტერიები (Enterobacter). 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.