Magdalena Posted March 19, 2019 Posted March 19, 2019 ბრიტანული კომპანიის, Reaction Engines-ის მიერ შექმნილი ინოვაციური ჰიბრიდული ზებგერითი საჰაერო რეაქტიული ძრავის - SABRE-ის შემუშავება ახალ ფაზაზე გადავიდა. ხსენებულ ძრავს შეუძლია ეფექტურად იმუშაოს როგორც ატმოსფეროში, ასევე კოსმოსური ვაკუუმის პირობებში. მცირე ხნის წინ კომპანიამ შეძლო ესკიზების პროექტის წარმატებით დაცვა ევროპულ და ბრიტანულ კოსმოსურ სააგენტოებში. როგორც ESA-ს (European Space Agency) საიტზეა მითითებული, უახლოესი 18 თვის მანძილზე მწარმოებლები ახალი ძრავის ცალკეული დეტალების გამოცდებს ჩაატარებენ. კერძოდ, უახლოეს თვეებში ბრიტანეთის Buckinghamshire-ის ახალ ცენტრში შედგება ძრავის გაზოგენერატორის დემონსტრატორის გამოცდა ატმოსფერულ ჰაერითა და თხევადი წყალბადით. ესკიზური პროექტი ნებისმიერი ტექნიკის შემუშავების პროგრამაში ერთ-ერთ პირველ ეტაპს წარმოადგენს. ამ ეტაპზე კონსტრუქტორები განსაზღვრავენ ტექნიკის შესაძლო გარეგნულ სახეს, ძირითად ფუნქციებს, ტექნოლოგიებს, რომლებიც მასში იქნება გამოყენებული, წინასაწარ კონსტრუქციულ გადაწყვეტილებებს. ახალი ძრავის განსაკუთრებულობა გამოიხატება წინასწარი გაგრილების რევოლუციური კამერის გამოყენებაში, რომლის ექსკიზზე მუშაობა დაახლოებით ათი წლის წინ დაიწყო. გაგრილების სისტემაში გამოყენებულია მსუბუქი, დახვეული მილების მასივი, რომლებიც თხევადი წყალბადითაა სავსე. ამგვარი კონსტრუქცია საშუალებას იძლევა გაგრილდეს ჰაერის ნაკადი +1000 გრადუსიდან -150 გრადუს ცელსიუსამდე 1/1000 წამში, ამის შემდეგ კი იგი ძრავში მოხვდება. ნორმალურ პირობებში ამან შესაძლოა გამოიწვიოს კონდენსატის განვითარება, რასაც შესაძლოა ძრავის გაყინვა მოჰყვეს. თუმცა კომპანიამ იპოვა ამ პრობლების თავიდან არიდების საშუალება. SABRE-ის ჰიბრიდული საჰაერო რეაქტიული ძრავის სქემა აფრენის დაწყებისას და აჩქარების დროს SABRE იმუშავებს ჩვეულებრივი რეაქტიული ძრავივით, ატმოსფეროს ჰაერსა და თხევად წყალბადზე. 5966 კმ/სთ სიჩქარის განვითარების შემდეგ კი გადავა სარაკეტო რეჟიმზე. მოლოდინი: ჰიბრიდული საჰაერო-სარაკეტო ძრავების ბაზაზე აწყობილი კოსმომფრენები მრავალჯერადი გამოყენების იქნება და ამასთან მათი ფასი გაცილებით ნაკლები იქნება ჩვეულებრივ რაკეტებთან შედარებით. SABRE-ის პროექტის მწარმოებლებს ფინანსურ მხარდაჭერას უწევენ კომპანიები - Rolls-Royce და Boeing. პროექტში თავისი წილი ფინანსები შეიტანა ESA-მაც (10 მლნ ევრო ) და ბრიტანეთის კოსმოსურმა სააგენტომაც (50 მლნ ევრო). როგორც ამჟამად ცნობილია, მთლიანად გამართული ძრავის გამოცდა 2020-2021 წლებში შედგება. https://hi-news.ru/technology/proekt-innovacionnogo-vozdushno-reaktivnogo-dvigatelya-sabre-poluchil-zelenyj-svet.html Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.