Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Intel-მა წარადგინა თავისი პირველი 100-გიგაბიტიანი ადაპტერები ახალი ფორმ-ფაქტორით - OCP NIC 3.0. ამ დრომდე ამგვარი ქსელური ბარათები დემონსტრირებდა მხოლოდ Intel-ის კლიენტთა შეზღუდულ წრეში, ამჯერად კი კომპანიამ გადაწყვიტა პროდუქტი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს. 

image.jpeg 

100GbE ტიპის ადაპტერები რამოდენიმე მწარმოებლის ასორტიმენტში ჯერ კიდევ 2014-2015 წლებში გამოჩნდა, თუმცა Intel-ს ამგვარი გადაწყვეტილებები ამ დრომდ არ ჰქონია. ხოლოდ მრავალჰოსტიან FM10420 კონტროლერს შეეძლო უზრუნველეყო 100 გბიტი/წმ სიჩქარე, თუმცა მხოლოდ რამოდენიმე 50- ან 25-გიგაბიტური ინტერფეისით. ამჟამად Intel-ს უკვე აქვს კონტროლერები, რომლებიც უზრუნველყოფს 100-გიგაბიტიანი ინტერფეისის მუშაობას. 

image.jpeg 

Intel-ისგან შემოთავაზებულია ფორმ-ფაქტორ OCP NIC 3.0 მხარდაჭერა და შესაძლებელია ერთად რამოდენიმე სხვადასხვა ინტერფეისის ადაპტერების გამოყენება. ერთ-ერთი მათგანია ახალი ბარათი Intel 100GbE OCP 3.0 NIC (პირველი ფოტო). 

image.jpeg 

გარდა ამისა, Intel-მა მოახდინა 100GbE ქსელური ადაპტერის დემონსტრაცია სერვერ Dell EMC PowerEdge-ის შემადგენლობაში. ეს სერვერი შესაძლებელია დაკომპლექტდეს სხვადასხვა ტიპის ქსელური ბარათებით, მათ შორის PCIe ვერსიებით. რაღა თქმა უნდა, მოხდა ახალი ადაპტერის 100 გბიტი/წმ სიჩქარის დემონსტრირებაც. სიჩქარის გარდა ადაპტერის სხვა შესაძლებლობები ჯერჯერობით წარმოდგენილი არ არის. 

image.jpeg 

ჯამში, სასიამოვნოა იმის ხილვა, რომ Intel-ი შეუერთდა იმ კომპანიების რიცხვს, რომლებიც მომხმარებელს სთავაზობენ 100GbE ტიპის ადაპტერებს. აღვნიშნავთ, რომ მსგავსი ადაპტერი Mellanox ConnectX-5 VPI 100GbE გამოშვებულ იქნა 2016 წელს, მიმდინარე წელს კი მის შემცვლელა მოგვევლინება ახალი ConnectX-6. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით კონკურენციაში Intel-ი ახლაღა ჩაება, კონკურენციის ზრდა ტექნოლოგიის განვითარებაზე დადებითად იმოქმედებს. 

 

  • Like 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.