Magdalena Posted March 19, 2019 Posted March 19, 2019 კომპანია Intel-მა წარადგინა თავისი პირველი 100-გიგაბიტიანი ადაპტერები ახალი ფორმ-ფაქტორით - OCP NIC 3.0. ამ დრომდე ამგვარი ქსელური ბარათები დემონსტრირებდა მხოლოდ Intel-ის კლიენტთა შეზღუდულ წრეში, ამჯერად კი კომპანიამ გადაწყვიტა პროდუქტი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს. 100GbE ტიპის ადაპტერები რამოდენიმე მწარმოებლის ასორტიმენტში ჯერ კიდევ 2014-2015 წლებში გამოჩნდა, თუმცა Intel-ს ამგვარი გადაწყვეტილებები ამ დრომდე არ ჰქონია. მხოლოდ მრავალჰოსტიან FM10420 კონტროლერს შეეძლო უზრუნველეყო 100 გბიტი/წმ სიჩქარე, თუმცა მხოლოდ რამოდენიმე 50- ან 25-გიგაბიტური ინტერფეისით. ამჟამად Intel-ს უკვე აქვს კონტროლერები, რომლებიც უზრუნველყოფს 100-გიგაბიტიანი ინტერფეისის მუშაობას. Intel-ისგან შემოთავაზებულია ფორმ-ფაქტორ OCP NIC 3.0 მხარდაჭერა და შესაძლებელია ერთად რამოდენიმე სხვადასხვა ინტერფეისის ადაპტერების გამოყენება. ერთ-ერთი მათგანია ახალი ბარათი Intel 100GbE OCP 3.0 NIC (პირველი ფოტო). გარდა ამისა, Intel-მა მოახდინა 100GbE ქსელური ადაპტერის დემონსტრაცია სერვერ Dell EMC PowerEdge-ის შემადგენლობაში. ეს სერვერი შესაძლებელია დაკომპლექტდეს სხვადასხვა ტიპის ქსელური ბარათებით, მათ შორის PCIe ვერსიებით. რაღა თქმა უნდა, მოხდა ახალი ადაპტერის 100 გბიტი/წმ სიჩქარის დემონსტრირებაც. სიჩქარის გარდა ადაპტერის სხვა შესაძლებლობები ჯერჯერობით წარმოდგენილი არ არის. ჯამში, სასიამოვნოა იმის ხილვა, რომ Intel-ი შეუერთდა იმ კომპანიების რიცხვს, რომლებიც მომხმარებელს სთავაზობენ 100GbE ტიპის ადაპტერებს. აღვნიშნავთ, რომ მსგავსი ადაპტერი Mellanox ConnectX-5 VPI 100GbE გამოშვებულ იქნა 2016 წელს, მიმდინარე წელს კი მის შემცვლელად მოგვევლინება ახალი ConnectX-6. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით კონკურენციაში Intel-ი ახლაღა ჩაება, კონკურენციის ზრდა ტექნოლოგიის განვითარებაზე დადებითად იმოქმედებს. https://servernews.ru/984324 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.