Magdalena Posted March 18, 2019 Posted March 18, 2019 ჩინეთის ქალაქ Shēnzhèn-ის ხელისუფლებამ დაიწყო ახალი სისტემის ტესტირება, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია მეტროთი მგზავრობა ბილეთის გარეშე სახის ამოცნობის სისტემით. თუკი ეს ექსპერიმენტი წარმატებით ჩაივლის, უახლოეს რამოდენიმე წელიწადში ამგვარი სისტემა მთელ ქვეყანაში დაინერგება - წერს Tech in Asia. ექსპერიმენტული სისტემა საშუალებას იძლევა სრულიად გამოირიცხოს მეტროთი მგზავრობისთვის საჭირო საშუალებები - ბილეთები, ბარათები ან QR-კოდები. Shēnzhèn-ის მაცხოვრებლებს შეუძლიათ შეავსონ თავიანთი პერსონალური ანგარიში, საიდანაც მგზავრობის საფასური ავტომატურად ჩამოიჭრება მომხმარებლის სახის ამოცნობის შემდეგ. ექსპერიმენტის ხანგრძლივობის ზუსტი ვადები არ ხმაურდება. ჩინეთის ხელისუფლება არც იმას აკონკრეტებს, როდის დაიწყება ახალი სისტემის დანერგვა ქვეყნის მასშტაბით. 2018 წელს ჩინეთის ხელისუფლებამ 23 მლნ ადამიანს აუკრძალა ავია- და სარკინიგზო ბილეთების შეძენა. სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, რომელიც მან სახელისუფლებო ანგარიშის ასლით მიიღო, ამის მიზეზი გახდა ის, რომ ამ პირების „სოციალური რეიტინგი მეტისმეტად დაბალი იყო“. https://hightech.fm/2019/03/15/metro-face
geomaster1 Posted March 18, 2019 Posted March 18, 2019 ნეტა რანაირად მუშაობს, ყველას ერთნაირი სახე რო აქვს თან 1
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now