Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

იელის უნივერსიტეტის ინჟინრებმა შექმნეს „კლანჭები“ დრონებისთვის - მიმაგრების სისტემა, რომელიც უპილოტო საფრენ აპარატებს საშუალებას მისცემს მიემაგრონ ხის ტოტებს ან სხვა საგნებს ფრინველებისა და ღამურების მსგავად. ამის წყალობით მოწყობილობა შეძლებს უფრო დიდხან შეინარჩნოს ბატარეის დამუხტვის დონე და დავალებები შეასრულოს შეფერხების გარეშე - წერს TechCrunch. 

მიმაგრების სისტემის შექმნა მეცნიერებს შთააგონეს ჩიტებმა, რომელთაც შეუძლიათ პრაქტიკულად ყველანაირ ზედაპირს მოეჭიდონ. მოწყობილობას აქვს რამოდენიმე მოხრილი, გაღუნული ფეხი და მიმაგრების უნარი. 

image.jpeg 

დასაშვებად ხელსაყრელი ადგილის მოსაძებნად დრონი იწყებს ახლომდებარე სივრცის სკანირებას ლიდარის საშუალებით. მას შემდეგ, როდესაც შესაბამის ზედაპირს დააფიქსირებს, სისტემა შეუსაბამებს საჭირო პოზიციას. 

image.jpeg 

„ჩვენ შევიმუშავეთ შასების მოდულური და ორიენტირებული კონსტრუქცია უპილოტო საფრენი აპარატებისთვის. ისინი შედგება აქტიური მოჭიდებისა და კონტაქტური მოდულებისგან, რომლებიც დამონტაჟებულია გამრუდებულ ფეხებზე. ამგვარმა სისტემამ, რომელიც ფრინველების კლანჭების მსგავსი ფუნქციისაა, მნიშვნელოვნად გააფართოვა კონსტრუქციის შესაძლებლობათა დიაპაზონი“ - აცხადებს მწარმოებელი. 

  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.