Jump to content

Recommended Posts

Posted

რესურს Slashleaks-მა აღმოაჩინა Google Pixel 4 სერიის ერთ-ერთი სმარტფონის სქემატური გამოსახულება. ამ სერიის სმარტფონების გამოშვება მიმდინარე წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი. 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წარმოდგენილი ილუსტრაციის სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ასეა თუ ისე, ინტერნეტში უკვე გამოქვეყნდა მოწყობილობის კონცეპტუალური რენდერები, რომლებიც Slashleaks-ის მიერ გახმაურებული მონაცემების მიხედვით შეიქმნა. 

image.jpeg 

არსებულ ცნობებს თუ დავუჯერებთ, Google Pixel 4 სმარტფონის XL ვერსიას ექნება ორი ორმაგი კამერა - ორი ფრონტალური და ორიც - უკანა მხარეს. ფოტოდან ჩანს, რომ ფრონტალური ნაწილისთვის შერჩეულია წაგრძელებული ჭრილი დისპლეის ზედა მარჯვენა მხარეს. 

ორი ძირითადი კამერის ოპტიკური მოდულები განთავსდება ჰორიზონტალურად კორპუსის უკანა პანელის ზედა მარცხენა კუთხეში. აქვე იქნება ფლეშ-განათება. 

საინტერესოა, რომ ნახაზებზე არ ჩანს დაქტილოსკოპიური სკანერი. დამკვირვებლები ვარაუდობენ, რომ თითის ანაბეჭდის სკანერი ინტეგრირებული იქნება უშუალოდ დისპლეიზე. 

image.jpeg 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად Google Pixel 4 სერიის სმარტფონებში რეალიზებული იქნება ორი SIM-ბარათის მხარდაჭერა სქემით - Dual SIM Dual Active (DSDA) - შესაძლებელი იქნება ორივე სლოტის ერთდროული მუშაობა. პროგრამულ პლატფორმას რაც შეეხება, სმარტფონები იმუშავებენ ოპერაციულ სისტემა Android Q-ზე. 

და ბოლოს, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მთელი ეს ინფორმაცია არაოფიციალურ ხასიათს ატარებს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.