Magdalena Posted March 15, 2019 Posted March 15, 2019 კომპანია Gearbox Software-მა მიუთითა Borderland 3-ის სრულფასოვანი ანონსის თარიღი. კომპანიამ Twitter-ზე განათავსა სტილიზებული ფოტო, სადაც მითითებულია 28 მარტი და ადგილმდებარეობა: ბოსტონი, მასაჩუსეტსი. ეს ფოტო ეჭვს არ იწვევს, რომ PAX East 2019-ის ფარგლებში კომპანია ბოლოს და ბოლოს ფართო საზოგადოებას წარუდგენს Bordelands 3-ს. ღონისძიება ჩატარდება 28-31 მარტს, Gearbox-მა კი თავისი თამაშის პრეზენტაცია 28 მარტისთვის დანიშნა. კომპანია პირობას იძლევა, რომ წარმოდგენილი იქნება სიურპრიზები, ექსკლუზივები და სხვადასხვა სახის ანონსი. დაგეგმილი პრეზენტაციის სრული ოფიციალური აღწერა ამგვარია: „ეს იქნება თქვენი შესაძლებლობა - შეიხედოთ Gearbox Software-ისა და Gearbox Publishing-ის კულისებში, აგრეთვე შეიტყოთ უახლესი სიახლეები და განახლებები Borderland-ის, Battleborn-ის, Brothers in Arms-ისა და სხვა პროექტების შემქმნელებისგან! ჩვენ წარმოგიდგენთ სრულიად ახალ ანონსებს, ექსკლუზივებსა და სიურპრიზებს, ასე რომ არ გამოტოვოთ!“ ის, რომ Gearbox-ი ახალ Borderland-ზე მუშაობს, საიდუმლოს არ წარმოადგენს. Gearbox-ის პრეზიდენტმა Randy Pitchford-მა PAX South 2015-ზე განაცხადა, რომ სტუდია ეძებს ახალ სპეციალისტებს, რომლებიც მას დაეხმარებიან თამაშის შემდგომი სერიის შექმნაში. გასულ წელს კი Pitchford-მა PAX West-ის მსვლელობისას განაცხადა: „ჩვენი გუნდი მუშაობს პროექტზე, რომელზე მუშაობასაც ვფიქრობ, უმეტესობა თქვენგანი ისურვებდა“. უკვე ექვსი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც გამოვიდა სერიის ბოლო ნაწილი - Borderlands 2. მას შემდეგ Gearbox-მა დამატებით გამოუშვა სერიის რამოდენიმე თამაში, მათ შორის: Borderlands: The Pre-Sequel, Tales from the Borderlands და Borderlands 2-ის VR-ვერსია. https://3dnews.ru/984138
George Posted October 29, 2019 Posted October 29, 2019 ესეც კარგა ხნის გამოსულია და ჯობია არქივში გადავიტან, ამ განყოფილებაში მარტო იმ თამაშებზე რჩება თემები გახსნილი რომლებიც ჯერ არ გამოსულან
Recommended Posts
Archived
This topic is now archived and is closed to further replies.