Magdalena Posted March 13, 2019 Posted March 13, 2019 კომპანია Samsung-მა სულ ახლახანს წარადგინა კრიპტო საფულე თავისი ახლად გამოშვებული ფლაგმანური სმარტფონის - Galaxy S10-სთვის. CoinDesk Korea-ს ანგარიშის მიხედვით, დღესღეობით Samsung-ის ბლოკჩეინ-საფულე თავსებადია მხოლოდ Ethereum-თან (ETH) და ETH-ის ბაზაზე შექმნილ ERC20 ტოკენებთან. საფულეს ჯერჯერობით არ აქვს Bitcoin-ის მხარდაჭერა მიუხედავად იმისა, რომ მისი ლოგოტიპი უკვე გამოჩნდა საპრეზენტაციო გამოსახულებებზე. საფულეს აგრეთვე აქვს ოთხი დეცენტრალიზებული აპლიკაციის (dapps) მხარდაჭერა: კრიპტო გეიმინგ-პლატფორმა Enjin, კოსმეტიკური beauty-ქომიუნითი Cosmee, კრიპტო საკოლექციო პლატფორმა CryptoKitties და სავაჭრო საგადასახადო სერვისი CoinDuck. საფულის აპლიკაციის ჩამოტვირთვა შესაძლებელია მხოლოდ Galaxy S10 სმარტფონზე მაღაზიიდან - Samsung Galaxy. კომპანია აცხადებს, რომ გეგმავს სერვისის გაფართოებას უფრო მეტ მოწყობილობებსა და კრიპტოვალუტებზე მომავალში. სმარტფონის მიწოდება ოფიციალურად 8 მარტიდან დაიწყო. ეს სიახლე ცნობილი გახდა რამოდენიმე კვირის შემდეგ იმ დღიდან, როდესაც Samsung-მა პირველად დაადასტურა, რომ იგი S10 სერიის მფლობელებს შესთავაზებს კრიპტოვალუტების პრივატული გასაღებების საცავს (key storage-ს). ამ მოვლენიდან მცირე დროის შემდეგ კომპანიამ გაასაჯაროვა საცავის - Blockchain Keystore-ის შესახებ პირველადი დეტალები. როგორც აღმოჩნდა, Blockchain Keystore-ს აქვს სამი ვრცელი შესაძლებლობა: გადახდები სავაჭრო დაწესებულებებში, ციფრული ხელმოწერები და კრიპტოვალუტების შენახვა და ტრანსფერი. Samsung-ის ბლოკჩეინ-საფულე გამოყენებული იქნება Blockchain Keystore-თან ერთად, მისი დანიშნულებაა გაამარტივოს ტრანზაქციის პროცესი ტექნოლოგიაში ჩართული ახალბედებისთვის - აცხადებს CoinDesk Korea. მხარდაჭერილი აპლიკაციის - CoinDuck dapp-ის წყალობით მომხმარებლებს შეუძლიათ გადასახადის/საფასურის გადახდა. მომხმარებლებს აქვთ საშუალება აპლიკაციით შეიყვანონ გადასახდელი თანხა, დაასკანერონ სავაჭრო QR-კოდი, დააჭირონ ღილაკს „accept“ და განხორციელდება გადახდა Samsung-ის საფულიდან. CoinDuck-ის მშობელი კომპანია Chain Partners-ი აცხადებს: „მოუხერხებელი იყო გამყიდველის საფულის მისამართის კოპირება და მისი ჩასმა პირად საფულეში. ჩვენ მნიშვნელოვნად გავამარტივეთ CoinDuck-ისა და Samsung-ის ბლოკჩეინ-საფულის გამოყენება“. https://www.coindesk.com/samsung-unveils-cryptocurrency-wallet-dapps-for-galaxy-s10-phone 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.