Magdalena Posted March 13, 2019 Posted March 13, 2019 ჩინური კომპანია Xiaomi მიმდინარე თვის ბოლოს დაიწყებს სმარტფონ Mi 9 Explorer Edition-ის გაყიდვას. სმარტფონს აქვს 8 გბ ოპერატიული მეხსიერება და 256 გიგაბაიტიანი ფლეშ-მოდული. სმარტფონი გამოირჩევა ფსევდოგამჭვირვალე კორპუსით. უკანა პანელზე ჩანს PCB დაფისა და პროცესორის სტილიზებული მონახაზი. მოწყობილობაში გამოყენებულია Qualcomm Snapdragon 855 ჩიპი, რომელიც შეიცავს რვა გამომთვლელ ბირთვს - Kryo 485, რომელთა ტაქტის სიხშირეა 1,80-დან 2,84 გიგაჰერცამდე. აგრეთვე შეიცავს გრაფიკულ ამაჩქარებელს Adreno 640 და 4G-მოდემს - Snapdragon X24 LTE. Super AMOLED დისპლეის დიაგონალის ზომა 6,39 დუიმია, ეკრანის გაფართოება შეესაბამება Full HD+ ფორმატს (2340 × 1080 პიქსელი). უშუალოდ ეკრანზე ინტეგრირებულია დაქტილოსკოპიური სკანერი. ეკრანის ზედა ნაწილში არსებულ მცირე ზომის ჭრილში განთავსებულია 20-მეგაპიქსელიანი სელფი-კამერა. უკანა პანელზე მოცემულია სამი ძირითადი კამერა 48, 16 და 12 მეგაპიქსელიანი მოდულებით. სმარტფონს აქვს 3300 მილიამპერი/სთ. მოცულობის ბატარეა, ასევე - 27-ვატიანი სადენიანი დატენვისა და 20-ვატიანი უსადენო დატენვის მხარდაჭერა. მოწყობილობაზე ხელმისაწვდომია ადაპტერები უსადენო კავშირისთვის - Wi-Fi 802.11a/b/g/n/ac და Bluetooth 5.0, GPS/GLONASS-მიმღები, NFC მოდული, ინფრაწითელი პორტი და სიმეტრიული კონექტორი USB Type-C. 8 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერების მქონე Xiaomi Mi 9 Explorer Edition-ის გასაყიდი ფასი იქნება 535 აშშ დოლარი. https://3dnews.ru/984051 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.