Jump to content

Recommended Posts

Posted

ჩინური კომპანია Xiaomi მიმდინარე თვის ბოლოს დაიწყებს სმარტფონ Mi 9 Explorer Edition-ის გაყიდვას. სმარტფონს აქვს 8 გბ ოპერატიული მეხსიერება და 256 გიგაბაიტიანი ფლეშ-მოდული. 

image.jpeg 

სმარტფონი გამოირჩევა ფსევდოგამჭვირვალე კორპუსით. უკანა პანელზე ჩანს PCB დაფისა და პროცესორის სტილიზებული მონახაზი. მოწყობილობაში გამოყენებულია Qualcomm Snapdragon 855 ჩიპი, რომელიც შეიცავს რვა გამომთვლელ ბირთვს - Kryo 485, რომელთა ტაქტის სიხშირეა 1,80-დან 2,84 გიგაჰერცამდე. აგრეთვე შეიცავს გრაფიკულ ამაჩქარებელს Adreno 640 და 4G-მოდემს - Snapdragon X24 LTE. 

Super AMOLED დისპლეის დიაგონალის ზომა 6,39 დუიმია, ეკრანის გაფართოება შეესაბამება Full HD+ ფორმატს (2340 × 1080 პიქსელი). უშუალოდ ეკრანზე ინტეგრირებულია დაქტილოსკოპიური სკანერი. 

ეკრანის ზედა ნაწილში არსებულ მცირე ზომის ჭრილში განავსებულია 20-მეგაპიქსელიანი სელფი-კამერა. უკანა პანელზე მოცემულია სამი ძირითადი კამერა 48, 16 და 12 მეგაპიქსელიანი მოდულებით. 

image.jpeg 

სმარტფონს აქვს 3300 მილიამპერი/სთ. მოცულობის ბატარეა, ასევე - 27-ვატიანი სადენიანი დატენვისა და 20-ვატიანი უსადენო დატენვის მხარდაჭერა. 

მოწყობილობაზე ხელმისაწვდომია ადაპტერები უსადენო კავშირისთვის - Wi-Fi 802.11a/b/g/n/ac და Bluetooth 5.0, GPS/GLONASS-მიმღები, NFC მოდული, ინფრაწითელი პორტი და სიმეტრიული კონექტორი USB Type-C. 

8 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერების მქონე Xiaomi Mi 9 Explorer Edition-ის გასაყიდი ფასი იქნება 535 აშშ დოლარი. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.