Jump to content

Recommended Posts

Posted

Xiaomi-ს თანადამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა Lei Jun-მა განაცხადა, რომ სამომავლო სმარტფონები გაძვირდება წინა მოდელების ფასებთან შედარებით, რადგანაც კომპანია ისწრაფვის -  გათავისუფლდეს იაფი მოწყობილობების მწარმოებელი კომპანიის იმიჯისგან. 

„გვსურს გავთავისუფლდეთ რეპუტაციისგან, რომ ჩვენი სმარტფონები 2000 იუანზე (დაახლ. 300 აშშ დოლარი) იაფი ღირს. გვინდა გავზარდოთ ინვესტიციები და ჩვენი პროდუქცია გავაუმჯობესოთ“ - ხაზი გაუსვა კომპანიის ხელმძღვანელმა. მან აგრეთვე განაცხადა, რომ „ეს ალბათ ბოლო შემთხვევაა, როდესაც ფასი 3000 იუანზე ქვემოთაა“. როგორც ჩანს, Lei Jun-ი გულისხმობდა 20 თებერვალს დაანონსებულ Xiaomi Mi 9 სმარტფონს, რომლის ფასიც 2999 იუანიდან იწყება (446 $). 

image.jpeg 

Mi 9 შესაძლოა Xiaomi-ს უკანასკნელი ბიუჯეტური ფლაგმანი იყოს 

ამავე დროს კომპანიის გენდირექტორმა მომხმარებლები დაამშვიდა იმით, რომ თუკი კომპანიის მიერ წარმოებული სმარტფონები გაძვირდება, მატება დიდი არ იქნება. ამასთან გაურკვეველი დარჩა, საუბარი ეხება მხოლოდ Mi სერიის ფლაგმანური მოდელების გაძვირებას თუ ფასები მოიმატებს Redmi-სა და Pocophone-ის სერიის მოდელებზეც. ეს უკანასკნელები რომ შესაძლოა არ გაძვირდეს, ამის იმედს იძლევა ფაქტი, რომ Xiaomi-მ ეს სერიები ცალკეულ სუბბრენდებად აქცია. 

აღსანიშნავია, რომ ფლაგმანურ სმარტფონებზე ფასების ყოველწლიური ზრდის ტენდენცია სხვა მწარმოებლებშიც შეინიშნება. მაგალიად, 2018 წელს წარდგენილი iPhone XS Max გახდა ყველაზე ძვირადღირებული სმარტფონი Apple-ის ისტორიაში, ბოლო „ფლაგმანების მკვლელი“ OnePlus 6T კი აღმოჩნდა სადებიუტო OnePlus One-ზე ორჯერ ძვირი. როგორც Apple-ის ხელმძღვანელს, ტიმ კუკს აქვს ნათქვამი, ამგვარი ტენდენცია კანონზომიერია, რადგანაც თანამედროვე სმარტფონები ბევრად მრავალფუნქციურია და შეუძლიათ ერთდროულად რამოდენიმე მოწყობილობის ჩანაცვლება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.