Jump to content

Recommended Posts

Posted

ახალი ტექნოლოგიის წყალობით შესაძლებელია ის, რაც ამ დრომდე პრაქტიკულად წარმოუდგენელი ჩანდა. მაგალიად, აქამდე ადამიანებს არ შეეძლოთ ორი სხვადასხვა მასალის, ვთქვათ ლითონისა და მინის შედუღება. პრობლემას წარმოადგენდა დნობისათვის საჭირო ტემპერატურების სხვაობა და გაცხელებისგან გაფართოების ეტაპები. შოტლანდიელმა მეცნიერებმა გამოიგონეს მეთოდი ამ პრობლემის გადასაჭრელად - ისინი აპირებენ შექმნან შემდუღებელი აპარატი, რომელიც მასალებს გააერთიანებს სუპერსწრაფი ლაზერული იმპულსებით. მეთოდის ეფექტურობა უკვე დამტკიცებულია. 

image.jpeg 

ამ დრომდე იმისათვის, რომ მინა და ლითონი შეეკავშირებინათ, ადამიანები იძლებულნი იყვნენ გამოეყენებინათ წებო. ეს მეთოდი კი არც ისე კარგია - დროთა განმავლობაში შეერთების ადგილი სუსტდება და შეიძლება დაიშალოს. 

შედუღების ახალი მეთოდის მიხედვით მასალების მიერთება ხდება მოკლე ლაზერული იმპულსების მეშვეობით. პროცესი ხორციელდება ორი მასალის მაქსიმალურად მჭიდრო კონტაქტში -  ამ ორ მასალას შორის არსებული რამოდენიმე მიკრონის ზომის სივრცე ამოივსება უმცირესი ნაწილაკებით, რომლებიც უზრუნველყოფენ მტკიცე და საიმედო მიმაგრებას. 

მიმაგრების საიმედოობა შემოწმდა -50-დან +90 გრადუსამდე ტემპერატურაზე. მკვლევარების გასაკვირად, შემდუღებელი ძაფები დაუზიანებლად გადარჩა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ დროა დაიწყოს ახალი თაობის შემდუღებელი აპარატების წარმოება. ტექნოლოგიის გამოყენება შესაძლებელი იქნება კოსმოსური აპარატების მშენებლობაშ, ოპტიკასა და მედიცინაში. 

  • Upvote 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.