Jump to content

Recommended Posts

Posted

ფილმების პოპულარული თემა - პლანეტას ასტეროიდი უახლოვდება, რომელიც განადგურებით ემუქრება ყველაფერს. სუპერგმირების გუნდი კი კოსმოსში მიემართება, რომ იგი გაანადგურონ. თუმცა მოახლოებული ასტეროიდების დაშლა იმაზე რთული საქმეა, ვიდრე აქამდე ითვლებოდა - აჩვენებს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის კვლევები. მეცნიერებმა მოახდინეს ასტეროიდთან შეჯახების მოდელირება და მიღებული შედეგები გამოქვეყნეს. 

image.jpeg 

კვლევის შედეგები დაეხმარება საწინააღმდეგო მოქმედების სტრატეგის შემუშავებას და ასტეროიდების თავიდან არიდებას. მისი წყალობით გამჯობესდება მზის სისტემის ფორმირების ახსნა და ხელს შეუწყობს საჭირო რესურსების წარმოების პროცესს. 

როგორ უნდა განადგურდეს ასტეროიდი? 

„ძველად ჩვენ ვთვლიდით, რომ რაც უფრო დიდია ობიექტი, მით უფრო ადვილი იქნება მისი დანგრევა, რადგანაც მსხვილ ობიექტებს უფრო დიდი ალბათობით აქვთ სუსტი წერტილები. თუმცა ჩვენ მიერ მიღებული შედეგები გვიჩვენებს, რომ ასტეროიდები იმაზე უფრო მყარია, ვიდრე გვეგონა და მათი სრულად განადგურებისთვის უზარმაზარი ენერგიაა საჭირო“ - აცხადებს კვლევის ავტორი. 

მეცნიერები იკვლევენ მასალების ფიზიკას ლაბორატორიულ პირობებში, შეისწავლიან ადამიანის მუშტის ზომის ობიექტებს, თუმცა ძნელია ამ კვლევებით მიებული ცოდნა ქალაქის ზომის ობიექტზე გავრცელდეს. 2000-იანი წლების დასაწყისში მეცნიერებმა შექმნეს კომპიუტერული მოდელი, რომელშიც შესაძლებელი იყო სხვადასხვა ფაქტორების შეყვანა - როგორებიცაა მასა, ტემპერატურ და მასალის სიმტკიცის დონე. შემდეგ კი ხდებოდა მოდელირება, თუ როგორ ეცემა დაახლოებით კილომეტრის დიამეტრის მქონე ასტეროიდი 25 კილომეტრიან სამიზნე ასტეროიდს 5 კმ/წმ სიჩქარით. გამოთვლის შედეგად გამოდიოდა, რომ სამიზნე ასტეროიდი დაცემის შედეგად სრულიად განადგურდებოდა. 

ახალი კვლევებისას ზემოხსენებული უნივერსიტეტის მეცნიერებმა განახორციელეს ცდა იმავე სცენარის მიხედვით ახალი კომპიუტერული მოდელის მეშვეობით, რომელშიც უფრო დეტალურადაა გათვალისწინებულია ის პროცესები, რომლებიც შეჯახებისას ხდება.  

„გვქონდა კითხვა: რა ენერგიაა საჭირო, რომ ასტეროიდი მცირე ნაწილებად დაიშალოს“ - ამბობს კვლევის ავტორი. 

მოდელირება გაყოფილი იყო ორ ფაზად: ფრაგმენტაციის მოკლევადიანი ფაზა და გრავიტაციული რეაკუმულაციის გრძელვადიანი ფაზა. პირველ ფაზაში განხილული იყო ის პროცესები, რომლებიც იწყება ასტეროიდზე მიზნის მოხვედისას. მეორე ფაზაში კი გათვალისწინებული იყო გრავიტაცის გავლენა იმ ნაწილებზე, რომლებიც ასტეროიდიდა გამოტყორცნება დარტყმის შემდეგ. შეჯახებიდან რამოდენიმე საათში ხდება გრავიტაციული რეაკუმულაცია 

პირველ ფაზაში ასტეროიდის დაზიანებისას მასზე მილიონობით ბზარი გაჩნდა, ასტეროიდის ნაწილი დადნა, დარტყმის ადგილას გაჩნდა კრატერი. აღმოჩნდა, რომ ასტეროიდი არ დაიმსხვა დარტყმისგან, როგორც ადრე მიიჩნეოდა. უფრო მეტიც - არათუ განადგურდა, მეორე ფაზაში იგი უფრო ძლიერი გახდა: დაზიანებული ნაწილები განლაგდნენ ახალი, დიდი ბრთვის ირგვლივ.  

„მცირე ზომის ასტეროიდები საკმაოდ ხშირად ეცემა დედამიწას. მხოლოდ დროის საკითხია, როდის გადაინაცვლებს თემა სერიოზული საფრთხისკენ. ჩვენ ზუსტი წარმოდგენა უნდა გვქონდეს რა გავაკეთოთ, როდესაც ამის დრო დადგება - დაგვჭირდება სამეცნიერო ძალისხმევა, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება გადაწყვეტილების მიღებისთვის“. 

  • Upvote 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.