Magdalena Posted March 7, 2019 Posted March 7, 2019 ოფიციალური პრეს-რელიზის თანახმად, ვებ-ბრაუზერმა Opera-მ განაცხადა, რომ გამოუშვებს Opera Touch-ს iOS-ისთვის. Opera Touch - ეს არის Web 3 ბრაუზერი ინტეგრირებული კრიპტო-საფულეთი, რომელსაც აქვს Ethereum-ის მხარდაჭერა (ETH) და თანამოქმედია დეცენტრალიზებულ აპლიკაცებთან (DApps). გასული წლის დეკემბერში Opera-მ გამოუშვა ინტეგრირებული კრიპტო საფულის მქონე ბრაუზერი "Web 3-ready" Android-ის მომხმარებლებისთვის. Opera iOS-ზე მომსახურების გაფართოებას იმით ხსნის, რომ წარმატებით მოხდა კრიპტო საფულისა და DApp Explorer-ის ინტეგრაცია Android-ზე. iOS-ისთვის განკუთვნილი ბრაუზერის - Opera Touch-ის ამოქმედების თარიღი მითითებული არ იყო, თუმცა პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ მომხმარებლებს შეუძლიათ დარეგისტრირება, რათა მოახდინონ აპლიკაციის ტესტირება საიტით. 7 თებერვალს Opera-მ დაამატა ახალი სერვისი, რომელიც შვედეთის, ნორვეგიისა და დანიის მაცხოვრებელ მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შეიძინონ Ethereum-ი Android-ბრაუზერით. ახალი მომსახურება განხორციელდა Opera-სა და ბროკერული კომპანია Safello-ს პარტნიორობით. Safello, Opera-ს თქმით, დარეგისტრირებულია შვედეთის ფინანსური ზედამხედველობის ორგანოს ქვეშ. ჯერ კიდევ 2018 წლის ივლისში Opera- განაცხადა, რომ მის ბრაუზერს დაემატებოდა ინტეგრირებული კრიპტო საფულის მხარდაჭერა. პროდუქტ-მენეჯერმა Charles Hamel-მა განაცხადა, რომ Opera იყო „პირველი მსხვილი ბრაუზერი, რომელმაც გახსნა Web 3.0“. https://cointelegraph.com/news/opera-web-browser-crypto-wallet-to-expand-services-to-ios-users 1 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.