Magdalena Posted March 7, 2019 Posted March 7, 2019 ქსელურმა რითეილერებმა დაიწყეს შეკვეთების მიღება მცირე ფორმ-ფაქტორის უჩვეულო დესკტოპ-კომპიუტერზე: წარმოგიდგენთ მოწყობილობას - Acute Angle AA. მოწყობილობის კორპუსს სამკუთხედის ფორმა აქვს. კონსტრუქციაში გამოყენებულია ალუმინი, ზედაპირის ძირითადი ნაწილი კი ხისგანაა დამზადებული. ამგვარად, ნეტტოპი სხვა ანალოგიური მოწყობილობებისგან ორიგინალური გარეგნული სახით გამოირჩევა. Acute Angle AA-ს აპარატულ ბაზას წარმოადგენს პლატფორმა Intel Apollo Lake. გამოყენებულია პროცესორი Celeron N3450, რომელიც შეიცავს ოთხ გამომთვლელ ბირთვს ტაქტის სიხშირით 1,1 გჰც-მდე (2,2 გჰც-მდე მაქსიმალური) და გრაფიკულ კონტროლერს - Intel HD Graphics 500. კომპიუტერს აქვს LPDDR3 ტიპის 8 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება, 64-გიგაბაიტიანი ფლეშ-მოდული eMMC 5.1 (შესაძლებელია 128 გიგაბაიტიანი SSD-ბარათის დაყენება). აგრეთვე აქვს სამი პორტი USB 3.0 და HDMI 2.0a ინტერფეისი, რომელიც უზრუნველყოფს გამოსახულებას 4K/60р ფორმატში. კომპიუტერულ ქსელთან სადენიანი მიერთებისთვის გათვალისწინებულია კონტროლერი Gigabit Ethernet. უსადენო კავშირს უზრუნველყოფს ადაპტერები - Wi-Fi 802.11a/b/g/n/ac (2,4/5 გჰც) და Bluetooth 4.0 LE. მოწყობილობის გაბარიტები შეადგენს 255 × 255 × 40 მილიმეტრს, წონა - 660 გრამს. გამოყენებულია ოპერაციული სისტემა Windows 10. Acute Angle AA ნეტტოპის შეძენა შესაძლებელია 200 აშშ დოლარად. https://3dnews.ru/983775 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.