Magdalena Posted March 6, 2019 Posted March 6, 2019 კომპანია Tesla მუშაობს ახალი თაობის სპორტულ ელექტრომობილ Roadster-ზე და მის შესახებ პერიოდულად ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ამ დრომდე ხმაურდებოდა, რომ ავტომობილი შეძლებდა რეკორდულ დროში სიჩქარის განვითარებას - 100 კმ/სთ სიჩქარეს იგი 1,9 წამში მიაღწევდა. მისი მაქსიმალური სიჩქარე კი იქნებოდა 400 კმ.სთ. ილონ მასკი, რომელიც ცნობილია თავისი ერთი შეხედვით წარმოუდგენელი იდეებით, 2018 წელს ახსენებდა SpaceX-ის ფუნქციების ერთ-ერთ პაკეტს, რომელიც ელექტრომობილს ათი პატარა რეაქტიული ძრავით აღჭურვავდა, რის შედეგადაც მანქანა ფრენას შეძლებდა. როგორც ჩანს, მასკი არ ხუმრობდა. მფრინავი Tesla Roadster-ის შესახებ ამჯერად ნახსენები იყო მწარმოებლის Twitter-ზე. ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ ატვირთულ ფოტოზე, სადაც მფრინავი ავტომობილი იყო გამოსახული, მასკმა დაწერა, რომ სპორტული ელექტრომობილი „რაღაც ამგვარი უნარების მქონე“ იქნება. რა საკვირველია, მასკის კომენტარი ხუმრობად აღიქვეს, თუმცა იგი ირწმუნებოდა, რომ ეს სიმართლეა. ნებისმიერ შემთხვევაში, მასკის მიერ ამ დრომდე ავტომობილებზე გაკეთებული ხმამაღალი განცხადებები უმეტეს შემთხვევაში სიმართლე აღმოჩნდა. მან განმარტა, რომ ავტომობილის საფრენად გამოყენებული იქნება SpaceX-ის სპეციალური სისტემა, რომელიც ორი უკანა სავარძლის ადგილას დამონტაჟდება. Tesla Roadster-ის ოფიციალური რელიზი 2020 წლისთვისაა მოსალოდნელი, თუმცა არის ალბათობა, რომ რეაქტიული ძრავის მქონე მოდიფიკაციის გამოშვება გადავადდება. მასკმა განაცხადა, რომ რეაქტიული აღჭურვილობის ძირითადი დანიშნულებაა გაზარდოს სიჩქარე და გააუმჯობესოს მანევრირება რთულ მოსახვევებში. როგორც ჩანს, ახალი Tesla Roadster-ი SpaceX-ის ტექნოლოგიის გარეშეც კი შესანიშნავი იქნება. იგი წარმოდგენილი იქნება განახლებული დიზაინითა და 200 კვტ/სთ აკუმულატორით, რაც სავსებით საკმარისი იქნება 1000 კილომეტრის დასაფარად. ილონ მასკმა აგრეთვე ახსენა რეჟიმი - Augmented Mode, რომელიც განბლოკავს ელექტრომობილის მართვის ამ დრომდე ხელმიუწვდომელ შესაძლებლობებს. https://hi-news.ru/auto/ilon-mask-tesla-roadster-stanet-letayushhim-avtomobilem.html Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.