Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია SpaceX-მა თავისი კოსმოსური ხომალდით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაგზავნა მანეკენი. კვირას კაფსულა სადგურს მიუერთდა და მცირეხნიანი პაუზის შემდეგ, რომელიც უსაფრთხოების ემოწმებას დასირდა, კაფსულა სადგურის თანამშრომლებმა გააღეს. 

image.jpeg 

კაფსულაში პირველად კანადელი და რუსი ტრონავტები შევიდნენ. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ადამიანებმა ფეხი შედგეს SpaceX-ის სატრანსპორტო ხომალდზე კოსმოსში. 

image.jpeg 

„კეთილი იყოს  თქვენი მობრძანება კოსმოსური ფრენების ახალ ეპოქაში“ - განაცხადა ამერიკელმა ასტრონავტმა Ann McClain-მა, როდესაც იმყოფებოდა კაფსულაში სენსორებით აღჭურვილი მანეკენი რიპლისა და დედამიწა-სათამაშოს გარემოცვაში. ფუმფულა სათამაშო-დედამიწას SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა უწოდა „უწონობის უმაღლესი ტექნოლოგიის ინდიკატორი“. 

ეს სიახლე საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენაა იმის გათვალისწინებით, რომ Crew Dragon-ი პირველი კერძო კოსმოსური ხომალდია, რომელიც Boeing Starliner-თან ერთად NASA-მ აირჩია ეკიპაჟის კომერციული ფრენების განსახორციელებლად - ფრენა ითვალისწინებს ასტრონავტების კოსმოსურ სადგურამდე მიყვანას და უკან დაბრუნებას. 2011 წელს შატლის უკანასკნელი ფრენის შემდეგ აშშ-ის ასტონავტების სადგურამდე მიყვანა რუსული რაკეტა „Союз“-ით ხორციელდებოდა. 

მომდევნო რამოდენიმე დღის განმავლობაში საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ეკიპაჟი დაათვალიერებს Crew Dragon-ის შიდა სტრუქტურას, გადაუღებს ფოტოებს მის ილუმინატორებს, ჩაატარებს სხვადასხვა სახის ტესტებს (პირველ რიგში კონსტრუქციის უსაფრთხოებისა და საიმედოობის კუთხით). კაფსულა დედამიწისკენ პარასკევს დილით გამოემართება. კაფსულის გამოცდა უკვე ადამიანებით ბორტზე ივლისისთვისაა დაგეგმილი. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.