Magdalena Posted March 5, 2019 Posted March 5, 2019 კომპანია SpaceX-მა თავისი კოსმოსური ხომალდით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაგზავნა მანეკენი. კვირას კაფსულა სადგურს მიუერთდა და მცირეხნიანი პაუზის შემდეგ, რომელიც უსაფრთხოების შემოწმებას დასჭირდა, კაფსულა სადგურის თანამშრომლებმა გააღეს. კაფსულაში პირველად კანადელი და რუსი ასტრონავტები შევიდნენ. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ადამიანებმა ფეხი შედგეს SpaceX-ის სატრანსპორტო ხომალდზე კოსმოსში. „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კოსმოსური ფრენების ახალ ეპოქაში“ - განაცხადა ამერიკელმა ასტრონავტმა Ann McClain-მა, როდესაც იმყოფებოდა კაფსულაში სენსორებით აღჭურვილი მანეკენი რიპლისა და დედამიწა-სათამაშოს გარემოცვაში. ფუმფულა სათამაშო-დედამიწას SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა უწოდა „უწონობის უმაღლესი ტექნოლოგიის ინდიკატორი“. ეს სიახლე საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენაა იმის გათვალისწინებით, რომ Crew Dragon-ი პირველი კერძო კოსმოსური ხომალდია, რომელიც Boeing Starliner-თან ერთად NASA-მ აირჩია ეკიპაჟის კომერციული ფრენების განსახორციელებლად - ფრენა ითვალისწინებს ასტრონავტების კოსმოსურ სადგურამდე მიყვანას და უკან დაბრუნებას. 2011 წელს შატლის უკანასკნელი ფრენის შემდეგ აშშ-ის ასტრონავტების სადგურამდე მიყვანა რუსული რაკეტა „Союз“-ით ხორციელდებოდა. მომდევნო რამოდენიმე დღის განმავლობაში საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ეკიპაჟი დაათვალიერებს Crew Dragon-ის შიდა სტრუქტურას, გადაუღებს ფოტოებს მის ილუმინატორებს, ჩაატარებს სხვადასხვა სახის ტესტებს (პირველ რიგში კონსტრუქციის უსაფრთხოებისა და საიმედოობის კუთხით). კაფსულა დედამიწისკენ პარასკევს დილით გამოემართება. კაფსულის გამოცდა უკვე ადამიანებით ბორტზე ივლისისთვისაა დაგეგმილი. https://3dnews.ru/983728 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.