Jump to content

Recommended Posts

Posted

ვიდეო ბარათების გაყიდვების მოცულობა კლებას აგრძელებს. ანალიტიკურმა კომპანია Jon Peddie Research-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ასახულია 2018 წლის ბოლომდე გრაფიკული ამაჩქარებლების გაყიდვებან დაკავშირებული მონაცემების სისტემატიზაცია. 

 
 
image.jpeg 
არა მარტო ექსპერტებისთვის, ყველასთვის ცხადია მიზეზი - კრიპტომაინინგის ტალღის ჩაცხრობის შემდეგ მაინინგში გამოყენებული ასიათასობით  ვიდეო ბარაი აღმოჩნდა მეორად ბაზარზე. 2019 წლის პროგნოზები ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლება, მეორადი ბაზარი კრიტიკულადაა გადავსებული. 

გამოყენებული ვიდეო ბარათების ასორტიმენტი დიდია  ნებისმიერი გამოვნებისთვის - იდეალური მდგომარეობიდან დაწყებული - ბოლომდე დეგრადირებული ბარათებით დამთავრებული, მძლავრი GeForce GTX 1080 Ti-დან დაწყებული - ეკონომიური GeForce GTX 1050 ბარათით დამთავრებული.  და ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია საკმაოდ დემოკრატიულ ფასად - 35-45%-იანი ფასდაკლება უკვე აღარ წარმოადგენს იშვიათობას. 
 
image.jpeg 
2018 წლის მეოხე კვარტლის გაყიდვები 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირდა 20%-ით. ჯამური რაოდენობა, მობილური GPU-ების ჩათვლით, NVIDIA-ს შემთხვევაში 7,6%-ით, AMD-ის შემთხვევაში კი 6,8%-ით შემცირდა მიუხედავად წინასაახალწლო სეზონისა. 

აქედან გამომდინარე, ჩნდება ლოგიკური კითხვა - „რაზე ფიქრობდა ბატონი ჯენსენ ჰუანგი, როდესაც უშვებდა RTX-სერიას ამხელა ფასითა და წარმადობით?“ 

ინტერნეტში ბოლო დროს უამრავი ანეკდოტი ვრცელდება მაინერებზე, რომლებმაც კრედიტები აიეს და ვერ მიასწრეს „ფანტასტიკური მოგების მატარებელს“, თუმცა ჯენსენ ჰუანგის სამომავლო რწმენა და ოპტიმიზმი ამ პერსონაჟებს აღემატება. 

საერთო ჯამში AMD და NVIDIA პოზიციების კარგვას აგრძელებენ გრაფიკული პროცესორების მწარმოებლებს შორის. მეოთხე კვარტალში NVIDIA-ს საბაზრო წილი 0,8%-ით შემცირდა, AMD-სი - 0,6%-ით. მთელი ეს 1,4% გადავიდა კომპანია Intel-ის სასარგებლოდ. 

  • Like 1
  • Upvote 2
Posted

ლოლ ეგ სამ ვენტილატორიანი სურათზე ისეთი მტვრიანია რომ მეორადი პროდუქციის ყიდვა აღარ მოგინდება მაგის შემდეგ, სამ თვეში ერთხელ ვწმინდავ ხოლმე მე ისე მაინინგ რიგს

Posted

ამ დონემდე რო მიიყვან ვიდეო კარტას ან სისტემას რავიცი. არც კომპიუტერის ღირსი ხარ და არც არაფრის :D

Posted

ღია მაინინგ რიგები განსაკუთრებით სადმე გარაჟში თუ გაქვს ან დიდ ნაქირავებ შენობაში გაშვებული ძალიან მალე იმტვერება, ეგეთი მტვერი შეიძლება 6 თვის შემდეგაც კი აიკიდოს უკვე კარტამ თუ არ გაწმინდავ ხოლმე, რავი გეიმერი თუ არ გახსნის კეისს გასაწმენდათ 1.5 წლის შემდეგ კი დახვდება ეგეთი სიტუაცია ალბათ ლოლ, მე 6 თვეში ერთხელ მთლიანათ ვწმინდავ ხოლმე კეისს ისე კი ხშირ-ხშირი გახსნა დახურვები არ მიყვარს მითუმეტეს ყველაფერი კარგათ როცა მუშაობს

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.