Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

მსხვილ კრიპტო ბირჟა Binance-ს აქვს შემოავაზება - გაიცეს ჯილდო ახალი დეცენტრალიზებული პლატფორმის  - Binance DEX-ის ტესტირებისთვი. ეს სიახლე გამოცხადდა კომპანიის გენერალური დირექტორის -  Changpeng Zhao-ს მიერ. 

განცხადებაში Zhao მომხმარებლებს სთავაზობს მოახდინონ მცირე ხნის წინ ამოქმედებული ბირჟის ტესტირება და ამგვარად ხელი შეუწყონ მთავარი ქსელის სწრაფად ამოქმედებას. შედეგად მომხმარებლები დაჯილდოვდებიან Binance-ის ტოკენებით - Binance Coin-ებით (BNB). Zhao-მ განაცხადა: 

Binance DEX-ის ტესტირებისთვის ჩვენ გავცემთ დაახლოებით 100 ათასი დოლარის ეკვივალენტ BNB-ტოკენებს ჯილდოს სახით. შემოგვიერთდით და დაგვეხმარეთ ქსელის სწარაფდ ამოქმედებაში!“ 

ბლოგზე განთავსებულ ცალკე შეტყობინებაში Binance-მა წარადგინა Binance DEX-ზე მიმდინარე ვაჭრობის იმიტაციის აღწერა, რომელიც განხორციელდება 7-დან 21 მარტამდე: 

„ყველა მომხმარებელს, რომელსაც გააჩნია მინიმუმ ერთი რეალური BNB თავის Binance-ანგარიშზე, ექნება უფლება მონაწილეობა მიიღოს კონკურსში - Binance DEX Simulation Trading. Binance.com-ის თითოეულ ექაუნთს შეეძლება დაარეგისტრიროს Binance Chain-ის მაქსიმუმ 20 მისამართი და მიიღებს 200 ვირტუალურ სატესტო BNB-ტოკენს თითოეულ მისამართზე, რაა ეს ტოკენები სასტარტო კაპიტალად გამოიყენოს Binance DEX-ის სავაჭრო კონკურსის დაწყებამდე“. 

DEX – ეს არის ბლოკჩეინსა და Binance Chain-ის p2p-სისტემაზე დაფუძნებული ბირჟა, რომლის სატესტო ქსელის ამოქმედება 20 თებერვალს გამოცხადდა. ცნობილია, რომ Binance DEX-ით მხარდაჭერილი იქნება უსაფრთხო დეცენტრალიზებული პროგრამული და აპარატული საფულეები. Binance-ის Trust Wallet-იც აგრეთვე ინტეგრირებული იქნება DEX-ში Ledger Nano S-თან ერთად - უფრო დიდ მოცულობის საფულეები მოგვიანებით დაემატება. 

CoinMarketCap-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში BNB coin-ის ღირებულება 11%-ით გაიზარდა და სტატიის წერის მომენტშ იყიდებოდა დაახლოებით 11,45 აშშ დოლარად. 

კრიპტო ბირჟა Kraken-მაც გამოაცხადა 100 ათასი დოლარის ოდენობით ჯილდოს შესახებ (ფიატშ ან ციფრულ ვალუტაში) იმ რჩევებისთვის, რომლებიც დახმარებას გაუწევს კანდური კრიპტო ბირჟა  QuadrigaCX-ის დაკარგული აქტივების აღმოჩენა. Kraken-ის განცხადების თანახმად ყველა ცნობა გაგზავნილი იქნება შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებთან. 

  • Like 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.