Jump to content

Recommended Posts

Posted

აშშ-ის პატენტებისა და სავაჭრო მარკების სამმართველომ დაარეგისტრირა ჩინური კომპანია Lenovo-ს  „დრეკადი ელექტრონული მოწყობილობის“ (Flexible electronic device) პატენტი. 

image.jpeg 

საუბარია ჰიბრიდულ სმარტფონ-სამაჯურზე, რომელიც განკუთვნილია ხელზე გასაკეთებლად. ამგვარი მოწყობილობის პროტოტიპის დემონსტრაცია პირველად 2016 წელს მოხდა. 

image.jpeg 

გამოსახულებებზე როგორც ჩანს, გაჯეტს მოქნილი დისპლეი აქვს. გაშლილ მდგომარეობაში იგი ჩვეულებრივ სმარტფონს მოგვაგონებს. ეკრანის თავზე განთავსებულია დინამიკი და ფრონტალური კამერა, გვერდებზე კი - მართვის ღილაკები. უკანა მხარეს აქვს ძიითადი კამერა ფლეშ-განათებით. 

image.jpeg 

მოწყობილობის მოღუნვის შემდეგ მფლობელს შეეძლება იგი მაჯაზე გაიკეთოს. ამასთან, ძელებურად იქნება შესაძლებელი სენსორული ეკრანით სარგებლობა: ინტერფეისი ოპტიმიზდება გამოყენების ამა თუ იმ რეჟიმზე. 

image.jpeg 

პატენტზე განაცხად შეტანილი იყო 2016 წლის სექტემბერში, მისი დარეგისტრირება კი მხოლოდ ახლახანს განხორციელდა. დოკუმენტი დიზაინერულ კატეგორიას მიეკუთვნება, ასე რომ მოწყობილობის ტექნიკური მახასიათებლები გახმაურებული ჯერ  არ არის. ასევე უცნობია ჰიბრიდის კომერციულ ბაზარზე გამოჩენის თარიღი. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.