X-treme user Posted March 11, 2011 Posted March 11, 2011 ოფიციალურ დაანონსებამდე, Lenovo-მ გაავრცელა PDF-ფორმატის ინფორმაცია, რომელშიც აღწერილია მისი უახლესი, ულტრა-პორტატული, 12.5-დუიმიანი ThinkPad X220-ის მახასიათებლები, რომელიც დაფუძნებულია Intel-ის Huron River პლატფორმაზე და გათვლილია პროფესიონალებისათვის. პროდუქტს უკვე ექნება წინასწარ ჩატვირთული Windows 7 სისტემა (Home Basic, Home Premium ან Professional). მისი წონა შეადგენს 1.3 კგ-ს და გააჩნია სრული ზომის კლავიატურა, უღილაკო თაჩპადი (45%-ით უფრო დიდი, ვიდრე მის წინამორბედებზე), LED-ბექლიტ დისპლეი (1366 x 768), Core i3/i5/i7 პროცესორი, 8 გბ-მდე ოპერატიული მეხსიერება, Intel HD graphics და ერთი მყარი დისკი (320 გბ-მდე) ან SSD (160 გბ-მდე). ახალი ლეპტოპი აგრეთვე აღჭურვილია 54 მმ-იანი ExpressCard სლოტით, SD ქარდ-რიდერით, 720p ვებ-კამერით, WiFi-ით, ოპციონალური მობილური broadband მხარდაჭერით, DisplayPort გასასვლელითა და 9-უჯრედიანი ელემენტით, რომელიც იძლევა 15 სთ-მდე მუშაობის საშუალებას ავტონომიურ რეჟიმში (დამატებითი ელემენტის გამოყენებით, ამ დროის გაზრდა შესაძლებელია 23 სთ-მდე). ღირებულების შესახებ, ცნობები არ ვრცელდება. TC Magazine 2 Quote
გათი Posted March 13, 2011 Posted March 13, 2011 მართლა ძალიან მაგარი ლეპტოპია, პროსტა ეკრანის გაფართოება უნდა ყოფილიყო მეტი, 1600სზე მაინც ჰორიზონტალურად :) Quote
Barca Posted March 20, 2011 Posted March 20, 2011 არ მომწონს ეს ნოუთი გარეგნულად მონაცემებით კარგია მე 2 მოდელი რომ იყოს ცოტა დიდი დისპლეით კარგი იქნებოდა Quote
საბა Posted March 20, 2011 Posted March 20, 2011 დიზაინი ცოტა SUCKS, ხოდა ფასი რო ვიცოდე გავაკეთებდი შეფასებას ფასი/წარმადობის ვარიანტში :unsure: Quote
Barca Posted March 20, 2011 Posted March 20, 2011 დიზაინი ცოტა SUCKS, ხოდა ფასი რო ვიცოდე გავაკეთებდი შეფასებას ფასი/წარმადობის ვარიანტში სხვადასხვა კონფიგგებია შესაბამისად ფასებიც სხვადასხვააა 1000 დოლარიდან იწყება მგონი Quote
საჯო Posted March 21, 2011 Posted March 21, 2011 დიზაინით მართლა რო 2000 წლიან მოდელებს გავს ))) მარა მონაცემებით მაგარია აი ჩემი ოცნება Dell Alienvare არის ) Quote
Barca Posted March 23, 2011 Posted March 23, 2011 დიზაინით მართლა რო 2000 წლიან მოდელებს გავს ))) მარა მონაცემებით მაგარია აი ჩემი ოცნება Dell Alienvare არის ) უჯართესია ,ტრანსპორტირებას ვერ უძლებსო ეგრე გავიგე Quote
მიშა Posted March 23, 2011 Posted March 23, 2011 უჯართესია ,ტრანსპორტირებას ვერ უძლებსო ეგრე გავიგე ტრანსპორტირებისა რა მოგახსენო, ნამდვილად არაფერი მსმენია და ისე რომ ნაგავია, ბევრი ამბობს ფორუმზე პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე თანაც. Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.