Magdalena Posted March 2, 2019 Posted March 2, 2019 მარტის ბოლოს EeWrite-ის გუნდი გეგმავს ორგანიზება გაუწიოს Kickstarter-კამპანიას, რათა შეგროვდეს საშუალებები პორტატული მოწყობილობის - E-Pad-ის გამოსაშვებად. მწარმოებლები E-Pad-ს უწოდებენ მსოფლიოში პირველ პლანშეტს, რომელიც წამოდგენილია E Ink ელექტრონული ფურცლითა და 4G/LTE მოდულით, რომელიც განკუთვნილია მეოთხე თაობის მობილურ ქსელში მუშაობისთვის. აროსბრივად, გაჯეტი წარმოადგენს რიდერისა და ჩანაწერების ბლოკნოტის ჰიბრიდს, აქვს სენსორული მართვის მხარდაჭერა, შესაძლებელია მასზე ხელით წერა ან ხატვა Wacom-ფანქრის მეშვეობით. გამოყენებულია პანელი E Ink Carta, რომლის დიაგონალი 10,3 დუიმია. გაფართოება შეადგენს 1872 × 1404 პიქსელს, პიქსელების სიმჭიდროვე - 227 PPI. პროგრამულ პლატფორმად გამოყენებულია ოპერაციული სისტემა Android, არის წვდომა Google Play-ზე. მოწყობილობას აქვს ათბირთვიანი პროცესორი, 2 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება, 32 გიგაბაიტიანი ფლეშ-მოდული, microSD სლოტი, ადაპტერები Wi-Fi და Bluetooth უსადენო კავშირებისთვის, GPS-მიმღები, მიკროფონი და დინამიკი. პლანშეტი 392 გრამს იწონის. E-Pad გაიყიდება დაახლოებით 700 აშშ დოლარად, თუმცა მანამდე კი მწარმოებელ კომპანიებს მისი შეძენა 400 დოლარად შეეძლებათ. https://3dnews.ru/983590 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.