Jump to content

Recommended Posts

Posted

მარტის ბოლოს EeWrite-ის გუნდი გეგმავს ორგანიზება გაუწიოს Kickstarter-კამპანიას, რათა შეგროვდეს საშუალებები პორტატული მოწყობილობის - E-Pad-ის გამოსაშვებად. 

image.jpeg 

მწარმოებლები E-Pad-ს უწოდებენ მსოფლიოში პირველ პლანშეტს, რომელიც წამოდგენილია E Ink ელექტრონული ფურცლითა და 4G/LTE მოდულით, რომელიც განკუთვნილია მეოთხე თაობის მობილურ ქსელში მუშაობისთვის. 

image.jpeg 

აროსბრივად, გაჯეტი წარმოადგენს რიდერისა და ჩანაწერების ბლოკნოტის ჰიბრიდს, აქვს სენსორული მართვის მხარდაჭერა, შესაძლებელია მასზე ხელით წერა ან ხატვა Wacom-ფანქრის მეშვეობით. 

image.jpeg 

გამოყენებულია პანელი E Ink Carta, რომლის დიაგონალი 10,3 დუიმია. გაფართოება შეადგენს 1872 × 1404 პიქსელს, პიქსელების სიმჭიდროვე - 227 PPI. პროგრამულ პლატფორმად გამოყენებულია ოპერაციული სისტემა Android, არის წვდომა Google Play-ზე. 

image.jpeg 

მოწყობილობას აქვს ათბირთვიანი პროცესორი, 2 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება, 32 გიგაბაიტიანი ფლეშ-მოდული, microSD სლოტი, ადაპტერები Wi-Fi და Bluetooth უსადენო კავშირებისთვის, GPS-მიმღები, მიკროფონი და დინამიკი. პლანშეტი 392 გრამს იწონის. 

image.jpeg 

E-Pad გაიყიდება დაახლოებით 700 აშშ დოლარად, თუმცა მანამდე კი მწარმოებელ კომპანიებს მისი შეძენა 400 დოლარად შეეძლებათ. 
https://3dnews.ru/983590 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.