Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

კომპანია KPMG-ის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ უმაღლესი რგოლის ხელმძღვანელთა 48 % თვლის - ბლოკჩეინი, დიდი ალბათობით, შეცვლის ბიზნესის წარმართვას უახლოეს სამ წელში. გამოკითხვის შედეგები გადაეცა და გამოქვეყნდა Cointelegraph-ზე. 

KPMG-ს მიერ ჩატარებული კვლევა რიგით მეშვიდეა და იგი მოიცავს 2018 წლი დეკემბრიდან 2019 წლამდე პერიოდს. მასში შესულია მსოფლიოს 12 ქვეყნიდან 740 გლობალურ ტექნოლოგიურ მწარმოებელზე მეტი. რესპონდენტთა 66 % უმაღლესი რანგის (C-level / C-suite) წარმომადგენელი იყო. 

გამოკითხვის თანახმად ხელმძღვანელთა თითქმის ნახევარი თვლის, რომ ბლოკჩეინი შეცვლის ბიზნესის მართვის მეთოდებს უახლოეს წლებში. რესპონდენტთა 27-მა პროცენტმა განაცხადა, რომ მათზე ტექნოლოგია საერთოდ არ იმოქმედებს, დანარჩენი 24 % კი ნეიტრალურ პოზიციაზე დარჩა. 

მათ კუთვნილ კომპანიებში ბლოკჩეინის დანერგვასთან დაკავშირებულ კითხვაზე გამოკითხულთა 41-მა პროცენტმა უპასუხა, რომ შეუძლიათ ამ ტექნოლოგიის გამოყენება. 31-მა პროცეტმა პირდაპირი პასუხისგან ავი შეიკავა, 28% კი აცხადებს, რომ ვერ შეძლებენ ტექნოლოგიის რეალიზებას. 

გარდა ამისა, ხელმძღვანელთა 27-მა პროცენტმა განაცხადა, რომ უახლოეს სამ წელში ინტერნეტ-ნივთები  (IoT) გახდება ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც ბლოკჩეინის ფუნქციონირებას ხელს შეუშლის. მას შემდეგ მოჰყვება ვაჭრობა, კიბერუსაფრთხოების დონის შემცირება და კონტრაქტები - გამოკითხულთა 22, 20 და 18 %-ის აზრით, შესაბამისად, 

რაც შეეხება ტექნოლოგიის უპირატესობებსა და ნაკლოვანებებს, რესპონდენტთა 23% თვლის, რომ ბლოკჩეინი ხელს უწყობს ბიზნესის ეფექტურობის ზრდას. ამის პარალელურად კი ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს  ბიზნეს-ქეისების ეფექტურობის შემოწმება-დამტკიცების საშუალების არარსებობა. 

მცირე ხნის წინ გლობალური ბლოკჩეინის ბიზნეს-საბჭოს (GBBC) მიერ  ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ ინსტიტუციონალური ინვესტორების 40% ბლოკჩეინს მიიჩნევს ყველაზე მნიშვნელოვან ინოვაციას ინტერნეტის შექმნის დროიდან მოყოლებული. თუმცა ზოგიერთმა მათგანმა განაცხადა, რომ უახლოეს წლებში მათი საქმინობისთვის გარდაუვალი იქნება იპოვონ ბლოკჩეინ-ხელმძღვანელები თავიანთ დირექტორთა საბჭოსთვის. 

მეორე გამოკითხვა, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაზე მომუშავე კომპანია Globant-მა ჩაატარა, აჩვენებს, რომ ორგანიზაციათა 64% აპირებს მოახდინოს ბლოკჩეინის დანერგვის ინვესტირება თავიანთი შიდა ოპერაციების დონის გაუმჯობესების მიზნით. ამჟამად რესპონდენტთა მხოლოდ 46% თვლის თავს მზად ამ ტექნოლოგიის დანერგვის საკითხში. 

  • Like 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.