Magdalena Posted February 27, 2019 Posted February 27, 2019 გამოფენა Mobile World Congress 2019-ზე კომპანია Sony-მ წარადგინა ოთხი სმარტფონი, მათ შორისაა ფლაგმანი Sony Xperia 1. სმარტფონს აქვს CinemaWide დისპლეი. გამოყენებულია OLED-პანელი Ultra HD გაფართოებით. დისპლეის დიაგონალი 6,5 დუიმს შეადგენს, აქვს HDR მხარდაჭერა. სმარტფონის ზომებია 167 х 72 х 8.2 მმ, წონა - 180 გრამი. ბიომეტრიული სკანერი გვერდით კიდეზეა. უკანა პანელზე მხოლოდ სამი კამერაა განთავსებული. Sony Xperia 1 - იაპონური კომპანიის სადებიუტო სმარტფონია, რომელშიც ძირითადი კამერა აგებულია სამი მოდულის ბაზაზე. თითოეული მათგანის გაფართოება 12 მეგაპიქსელს შეადგენს. ძირითადი კამერით შესაძლებელია ვიდეოს გადაღება სხვადასხვა ფორმატში: 4K - 24 / 30 კადრი/წმ; Full HD - 30 / 60 / 960 კადრი/წმ. ფრონტალური კამერა აგებულია ერთი მოდულის ბაზაზე, აქვს 8-მეგაპიქსელიანი სენსორი. კამერას შეუძლია ჩაიწეროს ვიდეო Full HD ფორმატში 30 კადრი/წამში სიხშირითა და ელექტრონული სტაბილიზაციით. სმარტფონი მუშაობს 7-ნანომეტრიან ფლაგმანურ პროცესორზე - Qualcomm SD855, გრაფიკულ ამაჩქარებელთან - Adreno 640-თან ერთად. მეხსიერების მხრივ Sony Xperia 1 წარმოდგენილია ორ კონფიგურაციად: ფლეშ-მეხსიერების მოცულობა შესაძლოა შეადგენდეს 64 ან 128 გიგაბაიტს მოდიფიკაციის შესაბამისად, ოპერატიული მეხსიერება კი ორივე ვერსიის შემთხვევაში 6 გიგაბაიტია. სმარტფონს აქვს 512 გიგაბაიტამდე მეხსიერების ბარათისთვის განკუთვნილი სლოტი, ასევე - საფირმო გეიმინგ-რეჟიმი Game Enhancer. ბატარეის მოცულობაა 3330 მილიამპერი/სთ. სმარტფონს აქვს საფირმო Smart Stamina Mode-ისა და Battery Care-ის მხარდაჭერა. მოწყობილობა იტენება USB-C პორტით, 18 ვოლტიანი სწრაფი დატენვით - USB Power Delivery 2.0, აგრეთვე შესაძლებელია უსადენო დატენვაც Qi სტანდარტის მიხედვით. ფლაგმანური სმარტფონის კორპუსი მინისგანაა დამზადებული, გამოყენებულია ბოლო თაობის Gorilla Glass 6. Sony Xperia 1 მუშაობს ოპერაციული სისტემა Android Pie-ს ბაზაზე. სმარტფონს არ აქვს FM-რადიო და ყურსასმენების კონექტორი, სამაგიეროდ ხელმისაწვდომია ყველა ძირითადი უსადენო ინტერფეისი, მათ შორის: NFC, Wi-Fi (2.4 გჰც + 5 გჰც) და Bluetooth 5.2. სხვა მახასიათებლებიდან შეიძლება აღინიშნოს საფირმო გადაწყვეტილებები - Triluminos Display და X-Reality Engine, სტერეოდინამიკები, IP68 სტანდარტის შესაბამისი დაცვა წყლისა და მტვრისგან, აგრეთვე Dolby Atmos-ისა და apt-X HD-კოდეკის მხარდაჭერა. სმარტფონი გაყიდვაში გამოვა გაზაფხულის ბოლოს და იგი ხელმისაწვდომი იქნება ლურჯ, შავ, ნაცრისფერ და თეთრ ფერებში. Sony Xperia 1-ის ოფიციალური ფასი ჯერჯერობით არ კონკრეტდება. წინასწარი ცნობებით მისი ღირებულება დაახლოებით 1000 ევროს შეადგენს. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/24534/mwc-2019-anonsirovan-flagman-sony-xperia-1-s-pervym-v-mire-4k-oled-displeem 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.