Jump to content

Recommended Posts

Posted

გამოფენა Mobile World Congress 2019-ზე კომპანია Sony-მ წარადგინა ოთხი სმარტფონი, მათ შორისაა ფლაგმანი Sony Xperia 1. 

image.jpegimage.jpeg 

 

 

სმარტფონს აქვს CinemaWide დისპლეი.  გამოყენებულია OLED-პანელი Ultra HD გაფართოებით. დისპლეის დიაგონალი 6,5 დუიმს შეადგენს, აქვს HDR მხარდაჭერა. სმარტფონის ზომებია 167 х 72 х 8.2 მმ, წონა - 180 გრამი.  

ბიომეტრიული სკანერი გვერდით კიდეზეა. უკანა პანელზე მხოლოდ სამი კამერაა განთავსებული. Sony Xperia 1 - იაპონური კომპანიის სადებიუტო სმარტფონია, რომელშიც ძირითადი კამერა აგებულია სამი მოდულის ბაზაზე. თითოეული მათგანის გაფართოება 12 მეგაპიქსელს შეადგენს. 

ძირითადი კამერით შესაძლებელია ვიდეოს გადაღება სხვადასხვა ფორმატში: 

  • 4K  24 / 30 კადრი/წმ; 

  • Full HD - 30 / 60 / 960 კადრი/წმ. 

image.jpegimage.jpeg 

 

ფრონტალური კამერა აგებულია ერთი მოდულის ბაზაზე, აქვს 8-მეგაპიქსელიანი სენსორი. კამერას შეუძლია ჩაიწეროს ვიდეო Full HD ფორმატში 30 კადრი/წამში სიხშირითა და ელექტრონული სტაბილიზაციით. 

სმარტფონი მუშაობს 7-ნანომეტრიან ფლაგმანურ პროცესორზე - Qualcomm SD855, გრაფიკულ ამაჩქარებელთან - Adreno 640-თან ერთად. მეხსიერების მხრივ Sony Xperia 1 წარმოდგენილია ორ კონფიგურაციად: ფლეშ-მეხსიერების მოცულობა შესაძლოა შეადგენდეს 64 ან 128 გიგაბაიტს მოდიფიკაციის შესაბამისად, ოპერატიული მეხსიერება კი ორივე ვერსიის შემთხვევაში 6 გიგაბაიტია. სმარტფონს აქვს 512 გიგაბაიტამდე მეხსიერების ბარათისთვის განკუთვნილი სლოტი, ასევე - საფირმო გეიმინგ-რეჟიმი Game Enhancer. 

image.jpeg 

ბატარეის მოცულობაა 3330 მილიამპერი/სთ. სმარტფონს აქვს საფირმო Smart Stamina Mode-ისა და Battery Care-ის მხარდაჭერა. მოწყობილობა იტენება USB-C პორტით, 18 ვოლტიანი სწრაფი დატენვით - USB Power Delivery 2.0, აგრეთვე შესაძლებელია უსადენო დატენვაც Qi სტანდარტის მიხედვით. ფლაგმანური სმარტფონის კორპუსი მინისგანაა დამზადებული, გამოყენებულია ბოლო თაობის Gorilla Glass 6. 

Sony Xperia 1 მუშაობს ოპერაციული სისტემა Android Pie-ს ბაზაზე. სმარტფონს არ აქვს FM-რადიო და ყურსასმენების კონექტორი, სამაგიეროდ ხელმისაწვდომია ყველა ძირითადი უსადენო ინტერფეისი, მათ შორის: NFC, Wi-Fi (2.4 გჰც + 5 გჰც) და Bluetooth 5.2.  

სხვა მახასიათებლებიდან შეიძლება აღინიშნოს საფირმო გადაწყვეტილებები - Triluminos Display და X-Reality Engine, სტერეოდინამიკები, IP68 სტანდარტის შესაბამისი დაცვა წყლისა და მტვრისგან, აგრეთვე Dolby Atmos-ისა და apt-X HD-კოდეკის მხარდაჭერა. 

image.jpegimage.jpeg 

image.jpegimage.jpeg 

სმარტფონი გაყიდვაში გამოვა გაზაფხულის ბოლოს და იგი ხელმისაწვდომი იქნება ლურჯ, შავ, ნაცრისფერ და თეთრ ფერებში. Sony Xperia 1-ის ოფიციალური ფასი ჯერჯერობით არ კონკრეტდება. წინასარი ცნობებით მისი ღირებულება დაახლოებით 1000 ევროს შეადგენს. 

  • Like 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.