Magdalena Posted February 27, 2019 Posted February 27, 2019 კომპანია Qualcomm Technologies-მა ყოველწლიურ გამოფენა Mobile World Congress-ზე (MWC) წარადგინა აპარატული პლატფორმა Snapdragon 8cx 5G, რომელიც განკუთვნილია მუდმივად ინტერნეტთან მიერთებული პორტატული კომპიუტერებისთვის. დაანონსებულ პლატფორმაში გაერთიანებულია 7-ნანომეტრიანი პროცესორი Snapdragon 8cx და მოდემი Snapdragon X55. ეს უკანასკნელი უზრუნველყოფს მეხუთე თაობის ქსელის მხარდაჭერას 7 გბიტი/წმ სიჩქარით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ Snapdragon X55 მულტირეჟიმიანი მოდემია და თავსებადია 4G/LTE, 3G და 2G ქსელებთან. ამგვარად, ამ ჩიპის მქონე მოწყობილობების მფლობელები შეძლებენ იქონიონ ინტერნეტთან წვდომა ყველგან ქსელის დაფარვის ზონაში. რაც შეეხება პროცესორ Snapdragon 8cx-ს, მასში გაერთიანებულია რვა 64-ბიტიანი ბირთვი Qualcomm Kryo 495. გრაფიკის დამუშავებისთვის განკუთვნილია ამაჩქარებელი Adreno 680. პლატფორმა უზრუნველყოფს LPDDR4x-2133 ტიპის ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერას, ასევე მხარდაჭერილია ფლეშ-მოდულები NVMe SSD და UFS 3.0, უსადენო კავშირები Wi-Fi 802.11ad, 802.11ac Wave 2, 802.11a/b/g და 802.11n, ასევე Bluetooth 5.0. გათვალისწინებულია მიმღები თანამგზავრული სანავიგაციო სისტემებისთვის - GPS/GLONASS/Beidou/Galileo და NFC მოდული. Snapdragon 8cx 5G-ის საცდელი მიწოდებები უკვე დაიწყო. მოსალოდნელია, რომ პლატფორმის ბაზაზე შექმნილი კომერციული მოწყობილობები ბაზარზე მიმდინარე წელსვე გამოვა. ამ პროცესორის გამოყენება განზრახული უკვე აქვს კომპანია Lenovo-ს. https://3dnews.ru/983385 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.