Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Qualcomm Technologies-მა ყოველწლიურ გამოფენა Mobile World Congress-ზე (MWC) წარადგინა აპარატული პლატფორმა Snapdragon 8cx 5G, რომელიც განკუთვნილია მუდმივად ინტერნეტთან მიერთებული პორტატული კომპიუტერებისთვის. 

image.jpeg 

დაანონსებულ პლატფორმაში გაერთიანებულია 7-ნანომეტრიანი პროცესორი Snapdragon 8cx და მოდემი Snapdragon X55. ეს უკანასკნელი უზრუნველყოფს მეხუთე თაობის ქსელის მხარდაჭერას 7 გბიტი/წმ სიჩქარით. 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ Snapdragon X55 მულტირეჟიმიანი მოდემია და თავსებადია 4G/LTE, 3G და 2G ქსელებთან. ამგვარად, ამ ჩიპის მქონე მოწყობილობების მფლობელები შეძლებენ იქონიონ ინტერნეტთან წვდომა ყველგან ქსელის დაფარვის ზონაში. 

image.jpeg 

რაც შეეხება პროცესორ Snapdragon 8cx-ს, მასში გაერთიანებულია რვა 64-ბიტიანი ბირთვი Qualcomm Kryo 495. გრაფიკის დამუშავებისთვის განკუთვნილია ამაჩქარებელი Adreno 680. პლატფორმა უზრუნველყოფს LPDDR4x-2133 ტიპის ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერას, ასევე მხარდაჭერილია ფლეშ-მოდულები NVMe SSD და UFS 3.0, უსადენო კავშირები Wi-Fi 802.11ad, 802.11ac Wave 2, 802.11a/b/g და 802.11n, ასევე Bluetooth 5.0. გათვალისწინებულია მიმღები თანამგზავრული სანავიგაციო სისტემებისთვის - GPS/GLONASS/Beidou/Galileo და NFC მოდული. 

Snapdragon 8cx 5G-ის საცდელი მიწოდებები უკვე დაიწყო. 

მოსალოდნელია, რომ პლატფორმის ბაზაზე შექმნილი კომერციული მოწყობილობები ბაზარზე მიმდინარე წელსვე გამოვა. ამ პროცესორის გამოყენება განზრახული უკვე აქვს კომპანია Lenovo-ს. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.