gajaviki Posted November 7, 2010 Posted November 7, 2010 კომპანია Cool Age Frozen-მა გამოუშვა პროცესორის ქულერი Orb X120 Transform შეფუთვა და შემადგენელი ნაწილები უკანა მხარეს მის ყუთს აწერია სპეციფიკაციები. ამ ლამაზ ყუთში დევს ეს დიდი რადიატორი, LGA 775 1156 1336 და AM2 AM2+ AM3 სოკეტების სამაგრები, თერმოპასტა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ამ ქულერს არ მოყვება ფენი. სპეციფიკაციები: ქულერის ზომა: 126x63x150 mm სითბური მილაკი: სპილენძის 6mm 6 ცალი ფირფიტები: დამზადებულია ალუმინისგან (რაოდენობა არ ეწერა) ქულერის წონა: 750 გრამი მართალია ამ ქულერს ფენი არ მოყვება მაგრამ, არ იფიქროთ რომ მას ფენი არ უყენდება. (მაშინ ქულერი კი არა ჯართი იქნებოდა ) ამ ქულერს შეგვიძლია დავუმაგროთ 1 ცალი 120 mm-იანი ფენი. მართალია ეს ქულერი საკმაოდ კაია ვიზუალურად, ვნახოთ რა შეუძლია მას რეალურ საქმეში. ამიტომ გული არ დაგვწყვიტეს და მოგვაწოდეს ტესტები, რომლებიც შემდეგ სისტემაზე იყო გატესტილი: დედაპლატა: Gigabyte GA-EX58 UD5P პროცესორი: Intel Core i7 920 @ 3.8 @ 1.4v ოპერატიული მეხსიერება: Patriot DDR3 PC12800 6GB Tri-Channel ვიდეო კარტა: Sapphire HD3870 Toxic მყარი დისკი: Seagate 7200.11 კვების ბლოკი: Thermaltake Tough Power XT ოპერაციული სისტემა: Windows Seven RC თერმო პასტა: Arctic Silver 5 ტესტში მონაწილეობას იღებდა 4 ქულერი: 1) Cool Age Frozen Orb X120 Transform(SX2) 2) Thermalight T.R.U.E (SX2) 3) Cool Age Frozen Orb X120 Transform(Scythe) 4) Thermalight T.R.U.E (Scythe) შენიშვნა:SX2 და Scythe ფენის ფირმებია მემგონი არც ისე ცუდი ქულერია, კარგი ფენი უნდა და ეგაა რა :) Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.