Magdalena Posted February 25, 2019 Posted February 25, 2019 კომპანია Neuromatics, რომელიც მონაწილეობას იღებს ნეიროქსელის ბაზრის განვითარებაში ეროვნული ტექნოლოგიური ინიციატივის შესაბამისად, ასრულებს მუშაობას მეორე თაობის სისტემაზე - Sleep Alert. Sleep Alert - ეს არის „ნეიროკეპი“, რომელიც განკუთვნილია მძღოლების გამოსაფხიზლებისთვის. საქმე ის არის, რომ მძღოლების დაღლილობა ავარიების ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზია. Sleep Alert-ის სისტემა აანალიზებს მძღოლის მდგომარეობას, აღმოაჩენს დაღლილობისა და შესაძლო ჩაძინების ნიშნებს. „ნეიროკეპი“ აღჭურვილია შუბლის არესთან გამავალი ელექტროდებით, რომლებითაც ხდება ელექტროენცეფალოგრამისა და ელექტრომიოგრამის გადაღება. მიღებული მონაცემების საფუძველზე ხდება ინფორმაციის აღქმა მძღოლის გადაღლილობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუკი მდგომარეობა კრიტიკული ჩანს და მოსალოდნელია კონტროლის დაკარგვა და ჩაძინება, სისტემა გამოსცემს ხმოვან სიგნალებს კეპზე არსებული მოდულის მეშვეობით, აგრეთვე ვიბრირებას იწყებს სპეციალური სამაჯური. მეორე თაობის Sleep Alert სისტემას, როგორც ცნობილია, შეუძლია მონაცემების გაცვლა მობილური აპლიკაციების მეშვეობით. გარდა ამისა, შესაძლებელია ინფორმაციის გადაცემა cloud-საცავში. „ამჟამად სრულდება მეორე თაობის მოწყობილობაზე მუშაობა. ავტონომიური მუშაობის დრო გაიზრდება 24 საათამდე. პირველი ვერსია „თავის თავში იყო ჩაკეტილი“, მეორე თაობის მოწყობილობის შემთხვევაში კი მოხდება მონაცემების გადაცემა რუკასთან დაკავშირებულ მობილურ აპლიკაციებში, რათა შესაძლებელი გახდეს მძღოლების მდგომარეობისთვის თვალყურის დევნება მარშრუტის ამა თუ იმ მონაკვეთზე“ - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა. https://3dnews.ru/983248 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.