Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Neuromatics, რომელიც მონაწილეობას იღებს ნეიროქსელის ბაზრის განვითარებაში ეროვნული ტექნოლოგიური ინიციატივის შესაბამისად, ასრულებს მუშაობას მეორე თაობის სისტემაზე - Sleep Alert. 

image.jpeg 

 

Sleep Alert - ეს არის „ნეიროკეპი“, რომელიც განკუთვნილია მძღოლების გამოსაფხიზლებისთვის. საქმე ის არის, რომ მძღოლების დაღლილობა ავარიების ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზი. Sleep Alert-ის სისტემა აანალიზებს მძღოლის მდგომარეობას, აღმოაჩენს დაღლილობისა და შესაძლო ჩაძინების ნიშნებს. 

ნეიროკეპი“ აღჭურვილია შუბლის არესთან გამავალი ელექტროდებით, რომლებითაც ხდება ელექტროენცეფალოგრამისა და ელექტრომიოგრამის გადაღება. მიღებული მონაცემების საფუძველზე ხდება ინფორმაციის აღქმა მძღოლის გადაღლილობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუკი მდგომარეობა კრიტიკული ჩანს და მოსალოდნელია კონტროლის დაკარგვა და ჩაძინება, სისტემა გამოსცემს ხმოვან სიგნალებს კეპზე არსებული მოდულის მეშეობით, აგრეთვე ვიბრირებას იწყებს სპეციალური სამაჯური.  

image.jpeg 

მეორე თაობის Sleep Alert სისტემას, როგორც ცნობილია, შეუძლია მონაცემების გაცვლა მობილური აპლიკაციების მეშვეობით. გარდა ამისა, შესაძლებელია ინფორმაციის გადაცემა cloud-საცავში. 

„ამჟამად სრულდება მეორე თაობის მოწყობილობაზე მუშაობა. ავტონომიური მუშაობის დრო გაიზრდება 24 საათამდე. პირველი ვერსია „თავის თავში იყო ჩაკეტილი“, მეორე თაობის მოწყობილობის შემთხვევაში კი მოხდება მონაცემების გადაცემა რუკასთან დაკავშირებულ მობილურ აპლიკაციებში, რათა ესაძლებელი გახდეს მძღოლების მდგომარეობისთვის თვალყურის დევნება მარშრუტის ამა თუ იმ მონაკვეთზე“ - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.