Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Intel-ი გამოსაშვებად ამზადებს ახალ პროცესორებს, რომლებიც შეავსებენ კომპანიის წინა თაობების, გასული წლის ბოლოს გამოსულ ჩიპებ სერიას. საუბარი ეხება 14-ნანომეტრიან დესკტოპ-ჩიპებს - Celeron-ს, Pentium-სა და Core-ს, აგრეთვე სხვადასხვა სერიის Xeon-ის სერვერულ ჩიპებს. 

image.jpeg 

გავრცელებული ინფორმაციით უახლოეს დროში უნდა ველოდოთ Core 9000 სერიის პროცესორებს. მაგალითად, მზადდება Core i5-9600 და i5-9500. აგრეთვე მზადებაშია T-სერიის პროცესორები, რომელთა TDP დონე 35 ვტ-მდეა განსაზღვრული. Core i7-9700 და Core i9-9900 პროცესორების, აგრეთვე მათი T-სერიის ვერსიების შესახებ ამჟამად არაფერია ცნობილი, ისინი ჩამონათვალში არ არის ნახსენები, ასე რომ სავარაუდოდ მათი წარდგენა უფრო მოგვიანებით მოხდება. 

image.png 

გარდა ამისა, Intel-ი ამზადებს Pentium-ისა და Celeron-ის სერიის ახალ პროცესორებს. Pentium G5620 და G5600F მოდელებს დაემატება Pentium G5420 და G5420T, რომლებსაც დიდი ალბათობით ასევე ექნებათ ორ-ორი ბირთვი და ოთხ-ოთხი ნაკადი, თუმცა შედარებით დაბალი სიხშირის დონე. Celeron-ის სერიას დაემატება პროცესორები - G4930, G4930T და G4950. სამივე მათგანი წარმოდგენილი იქნება ორი ბირთვითა და ორი ნაკადით. 

image.png 

რაც შეეხება სერვერულ პროცესორებს, სახელწოდებით Xeon - აქ Intel-მა თავისი ასორტიმენტის სრული განახლება განახორციელა. როგორც ცნობილია, მწარმოებელი უკვე რამოდენიმე კვირაა ახდენს Cascade Lake-SP პროცესორების მიწოდებას. ისინი დაყოფილია შემდეგ თაობებად: Silver 4200, Gold 5200, Gold 6200 და Platinum 8200. ეს პროცესორები თავიანთი წინამორბედებისგან-  Skylake-SP- თაობის პროცესორებისგან განსხვავდებიან  ტაქტის უფრო მაღალი სიხშირით. მაგალითად, 28-ბირთვიანი Xeon Platinum 8180 ფლობს 2,5 გჰც საბაზისო სიხშირეს, მისი შთამომავალი Xeon Platinum 8280-ის საბაზისო სიხშირე კი 2,7 გჰც-ის ტოლია. 

image.jpeg 

 

 

და ბოლოს - Intel-ი ამზადებს ახალ პროცესორებს - Xeon E-ს LGA 1151v2 შესრულებით სამუშაო სადგურებისა და მცირე სერვერებისთვის. ამ ახალ პროცესორებს ექნება ოთხიდან რვამდე რაოდენობის ბირთვი და ოთხიდან თექვსმეტამდე ნაკადი იმის მიხედვით, თუ რა მოდელია. Xeon E 22xx ჩიპებს უფრო მოკრძალებული სიხშირეები ექნება, ვიდრე მათ სამომხმარებლო „ნათესავებს“ - Coffee Lake Refresh-ის Core-სერიიდან. არსანიშნავია, რომ ახალი სერიის Xeon E 22xx პროცესორებში ხელმისაწვდომი იქნება როგორც ჩვეულებრივი მოდელები, აგრეთვე მოდელები ინტეგრირებული გრაფიკით. ეს უკანასკნელი სახელწოდებებში წარმოდგენილი იქნება  G სუფიქსით. 

  • Xeon E-2224 3.4 გჰც 4/4; 

  • Xeon E-2224G 2.5 გჰც 4/4; 

  • Xeon E-2226 3.4 გჰც 6/6; 

  • Xeon E-2234 3.6 გჰც 4/8; 

  • Xeon E-2236 3.4 გჰც 6/12; 

  • Xeon E-2244G 3.8 გჰც 4/8; 

  • Xeon E-2246G 3.6 გჰც 6/12; 

  • Xeon E-2274G 4.0 გჰც 4/8; 

  • Xeon E-2276G 3.8 გჰც 6/12; 

  • Xeon E-2278G 3.4 გჰც 8/16; 

  • Xeon E-2286G 4.0 გჰც 6/12; 

  • Xeon E-2288G 3.7 გჰც 8/16. 

  •  

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.