Magdalena Posted February 22, 2019 Posted February 22, 2019 ამ დროისთვის ვირტუალური რეალობის ყველაზე გავრცელებულ საშუალებად ითვლება სპეციალური სათვალეებისა და ჰედსეტების გამოყენება. თუმცა არსებობს სხვა საშუალებებიც - მაგალითად, გამოსახულების პროეცირება პირდაპირ თვალის ბადურაზე ან მოცულობითი გამოსახულების შემქმნელი დისპლეების გამოყენება. უკანასკნელი მეთოდი იშვიათად გამოიყენება, რადგანაც საჭიროა ამგვარ ეკრანებს მხოლოდ განსაზღვრული კუთხიდან უყუროთ. კანადელმა მკვლევარებმა მოაგვარეს ეს ნაკლოვანება - მათ შექმნეს სფეროსმაგვარი დისპლეი 360-გრადუსიანი თვალთახედვის კუთხით. ბროლის ბურთის - “Crystal”-ის დიამეტრი 60 სანტიმეტრია. სფეროსებრი გამოსახულების შექმნისთვის გამოყენებულია ოთხი პროექტორი. პროეცირებული გამოსახულების ყურება ერთდროულად ორ ადამიანს შეუძლია მსუბუქი სათვალეების მეშვეობით - თითოეული სათვალე სხვადასხვა გამოსახულებას უჩვენებს. მომხმარებლებს შეუძლიათ იარონ სფეროს ირგვლივ და სხვადახვა რაკურსიდან იხილონ გამოსახულებები: სათვალე მუდმივად განსაზღვრავს მათი სხეულის ადგილმდებარეობას სფეროსებრ დისპლეისთან მიმართებაში. ითვლება, რომ ტექნოლოგია გამოყენებული იქნება მრავალპერსონაჟიან თამაშებში, 3D-მოდელირებასა და ვიდეოკონფერენციებში. სფეროს ერთ-ერთმა შემქმნელმა განაცხადა, რომ ამგვარი სფეროს გამოშვებით მათ არ სურთ კონკურენცია გაუწიონ ვირტუალური რეალობის სათვალეებს. მათი ტექნოლოგია ვერ შეძლებს VR-ის ჩანაცვლებას და იგი საინტერესო იქნება მხოლოდ გარკვეული ამოცანების შესრულებისას - მაგალითად, ასეთებია ზემოთხსენებული ვიდეოკონფერენციები და 3D-ობიექტების შექმნაზე ერთობლივი სამუშაო პროცესი. https://hi-news.ru/technology/sharoobraznyj-displej-prodemonstriroval-novyj-vid-virtualnoj-realnosti.html 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.