Magdalena Posted February 21, 2019 Posted February 21, 2019 საკონსულტაციო კომპანია Cambridge Associates-ის თანახმად, კრიპტოვალუტა წარმოადგენს საიმედო ინვესტიციას ინსტიტუციონალური ინვესტორებისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში. ბოსტონური კომპანია Cambridge Associates, რომელიც სპეციალიზებულია საპენსიო და სადაზღვევო საკითხებსა და შემოწირულობებში, თანამშრომლობს ორგანიზაციებთან, რომლებიც ერთობლივად კონსულტაციას უწევენ 300 მლრდ დოლარზე მეტ თანხას. ამჟამად გამოქვეყნებულ ანალიტიკურ ჩანაწერში, რომელიც კომპანიის ანალიტიკოსების მიერაა მომზადებული, ნათქვამია: „სირთულეების მიუხედავად, ვთვლით, რომ ინვესტორებმა უნდა დაიწყონ ამ სფეროს კვლევა დღესვე და ორიენტირდნენ გრძელვადიან პერსპექტივაზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინვესტიციები დიდ რისკებთანაა დაკავშირებული, ზოგიერთ მათგანს თავისუფლად შეუძლია გადაატრიალოს ციფრული სამყარო“. 2018 წლის კრიპტოვალუტების ბაზრის ვარდნის შეფასებისას ანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ კრიპტო ინდუსტრიის საინვესტიციო ლანდშაფტი ჯამში დამაჯერებლად გვიჩვენებს, რომ „ინდუსტრია კი არ ირყევა, ვითარდება“. დოკუმენტში შემოთავაზებულია რეკომენდაციები პოტენციური ინვესტორებისთვის, რომ საჭიროა მათ გულმოდგინედ შეისწავლონ და გაითავისონ სფერო, შეისწავლონ სხვადასხვა საინვესტიციო მარშრუტები - არალიკვიდური ვენჩურული კაპიტალის ფონდებთან მუშაობით დაწყებული - კრიპტო ბირჟებზე პირდაპირი spot market-ვაჭრობით დამთავრებული. შეტყობინების თანახმად, ციფრული აქტივების მართვის საინვესტიციო ფონდმა Grayscale Investments-მა აჩვენა, რომ ინსტიტუციონალიზებული ინვესტორებისგან კაპიტალის შემოდინება იზრდება. Golddman Sachs-ის ყოფილი პარტნიორი და Galaxy Digital ბანკის დამფუძნებელი Mike Novogratz პროგნოზირებს, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება - კრიპტოინდუსტრია საბოლოო ჯამში დაექვემდებარება სტრუქტურულ ძვრას „სახალხო რევოლუციიდან ინსტიტუციონალიზებამდე“. ცნობების თანახმად, პრესტიჟული ამერიკული უნივერსიტეტის, Yale University-ს 30 მლრდ დოლარის ოდენობის ფონდი იყო ერთ-ერთი, ვინც ოქტომბერში დახმარება გაუწია ახალ მსხვილ, კრიპტოვალუტებზე ფოკუსირებულ ფონდს 400 მლნ დოლარის შეგროვებაში. https://cointelegraph.com/news/cryptocurrencies-may-upend-the-digital-world-says-institutional-investor-consultancy 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.