Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია OpenAI-იმ, რომლის ერთ-ერთი დამაარსებელი ილონ მასკი გახლავთ, განაცხადა, რომ შექმნა ხელოვნური ინტელექტი, რომელიც განკუთვნილია მოცემული დავალების მიხედვით ტექსტების წერისთვის. ითვლებოდა, რომ იგი შეძლებდა ტექსტების თარგმნას სხვადასხვა ენაზე, უპასუხებდა კითხვებს და შეასრულებდა სხვა სასარგებლო ამოცანებს, თუმცა კვლევამ აჩვენა, რომ იგი შესაძლოა უკიდურესად სახიფათო იყოს, თუკი იგი ბოროტმოქმედების ხელში მოხვდება. ამის გამო კომპანიამ გადაწყვიტა საზოგადოებას მხოლოდ მისი შეზღუდული ვერსია გააცნოს, ორიგინალი კი მკაცრად გასაიდუმლოებული შეინახოს. 

image.jpeg 

კომპიუტერული მოდელის სახელწოდებაა GPT-2 და მისი სწავლება განხორციელდა 8 მლნ ვებ-გვერდის საფუძველზე. მათზე დაწერილი ტექსტები საფუძვლად ემყარება ახალ მასალებს: მაგალითად, ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია შეთხზას მთლიანი ესსე თემაზე, თუ რა დადებითი მხარეები აქვს ნაგვის გადამუშავებას, ან დაწეროს ფენტეზის სტილის მოთხრობა „ბეჭდების მბრძანებლის“ სტილში. თუმცა, მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ სისტემა ასევე შესანიშნავად ართმევს თავს ცრუ სიახლეების წერას ცნობილ ადამიანებზე, კატასროფებზე და ომებზეც კი. 

მოცემული მომენტისთვის ტექსტის გენერაციისთვის საჭირო ინსტრუმენტის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ მწარმოებლებისთვისა და MIT Technology Review-ს რამოდენიმე ავტორისთვის. იმის გათვალისწინებით, რომ სისტემა არ იქნას გამოყენებული არაკონტროლირებადი ყალბი სიახლეების შესაქმნელად და გასავრცელებლად, გადაწყვეტილ იქნა არ გახდეს სრული ვერსია საყოველთაოდ ხელმისაწვდომი. 

მწარმოებლები აღნიშნავენ, რომ ენობრივი მოდელი ჯერჯერობით იდეალური არ არის: სისტემა ზოგჯერ შეცდომებს უშვებს: იმეორებს ტექსტის ზოგიერთ ფრაგმენტს, არაბუნებრივად ცვლის თემებს. მაგალითად, ტესტირების ერთ-ერთ ეტაპზე სისტემამ დაწერა ცეცხლზე, რომელიც წყალში იწვის. 

Open AI-ის დირექტორის თქმით, ამგვარი ალგორითმი შეძლებს გადაიქცეს ხალხის დაბნეულობაში შეყვანის მასიურ საშიშ იარაღად. ზოგიერთი კრიტიკოსი კი დარწმუნებულია, რომ ტექნოლოგიას არანაირი საფრთხე არ გააჩნია, კომპანია კი უბრალოდ ყურადღების მიქცევას ცდილობს. 

  • Upvote 2

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.