Jump to content

Recommended Posts

Posted

ჩინური კომპანია TCL, რომელსაც ეკუთვნის სმარტფონების ბრენდები - BlackBerry და Alcatel, ამზადებს დრეკადი ეკრანის მქონე დასაკეცი სმარტფონის ხუთ ვარიანტს. ამაზე მიუთითებს ოფიციალური ფოტოები. 

image.jpeg 

როგორც ჩანს, ამ მოწყობილობებში წარმოდგენილი იქნება კლასიკური პლანშეტები, რომელთა შუაზე დაკეცვა იქნება შესაძლებელი; აგრეთვე სმარტფონები, რომლებიც სიგანეზე იკეცება, ასევე სამაჯურის ფორმის მოწყობილობა, რომელიც შეგიძლიათ ატაროთ ხელზე, როგორც სმარტ-საათი. 

ვერსიებს შორის განსხვავება გამოიხატება ეკრანის განლაგებაში: იგი იკეცება შიდა ან გარეთა მხარეს. ამასთან, მეორე ეკრანი Samsung-ის მსგავსად, არსად გამოიყენება. ამ მოწყობილობების ტექნიკური მახასიათებლები ჯერჯერობით არ ხმაურდება. შესაძლებელია, რომ TCL სხვადასხვა ფორმ-ფაქტორის მხრივ ჯერ მხოლოდ ექსპერიმენტებს ატარებს, რელიზი კი ერთ-ორ ვერსიად გამოვიდეს. ამასთან, TCL-ის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დასაკეცი მოწყობილობები 2020 წლამდე არ გამოვა. 

შესაძლოა, იმ დროისთვის ვითარება შეიცვალოს. მაგალითად, გაჩნდეს ახალი მობილური პროცესორები, ახალი ბატარეები და 5G ქსელის მხარდაჭერა. ასე რომ ჯერჯერობით რთუია იმის პროგნზირება, თუ რამდენად განსხვავებული იქნება ეს მოწყობილობები ამჟამად უკვე არსებული ან მზადებაში მყოფი დასაკეცი სმარტფონებისგან. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.