Jump to content

Recommended Posts

Posted

როგორც ჩანს, სკანდალი მწიფდება. ილონ მასკმა და მისმა კომპანია SpaceX-მა სასამართლოში სარჩელი შეიტანეს კოსმოსური სააგენტო NASA-ს - თავიანთი პირდაპირი დამსაქმებლისა და პარტნიორის წინააღმდეგ. კონტრაქტის თანახმად მასკის კომპანია ახორციელებს რესურსების მიწოდებას საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე თავისი რაკეტა Falcon9-ის მეშვეობით. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რო SpaceX-ა ტენდერი წააგო და ახლა ამის ახსნას მოითხოვს. პირველ რიგში, მასკს აინტერესებს, რატომ იქნა სამეცნიერო მისიისთვის არჩეული კონკურენტის რაკეტა, თუკი SpaceX-ის რაკეტა 30%-ით იაფია მასზე. 

image.jpeg 

საქმე ის არის, რომ აშშ-ში კერძო კომპანიების საქმიანობის მხარდაჭერა ხორციელდება NASA-ს მეშვეობით - სააგენტო აძლევს გრანტებსა და კონტრაქტებს მსხვილ კომპანიებს, მხარს უჭერს მათ განვითარებას უშუალოდ ფინანსური კუთხით. რომ არა NASA-ს მხარდაჭერა რთულ წლებში, SpaceX-ს შეიძლება აღარც ეარსება.  

31 იანვარს NASA-მ განაცხადა, რომ ტენდერი, რომელიც ეხება 2021 წელს აპარატ Lucy-ს გაშვებას იუპიტერის ასტეროიდებისკენ, მოიგო United Launch Alliance-მა. ეს უკანასკნელი არის Boeing-ისა და Lockheed Martin-ის ერთობლივი კომპანია და იგი მასკის კომპანიის პირდაპირი კონკურენტია. 

მისიის ხარჯები ფასდება 148,3 მლნ დოლარად. ULA მისიას განახორციელებს რაკეტა Atlas V-401-ის მეშვეობით. უცნობია, კიდევ ვინ მონაწილეობდა ტენდერში გარდა SpaceX-ისა. მასკმა ტენდერის შედეგები ამერიკული აუდიტის პალატაშ გაასაჩივრა. საკითხი უნდა გადაწყდეს არაუგვიანეს 22 მაისისა, თუმცა საჩივარმა უკვე გამოიღო შედეგი: ULA-სთან საკონტრაქტო მუშაობა შეჩერდა. 

პირველი შემთხვევა არაა, როდესაც მასკი ხმამაღლა საუბრობს, რომ აუცილებელია პატიოსანი კონკურენცია. SpaceX-ის დაარსებიდან საწყის ეტაპებზე მძლავრი მხარდაჭერისა და ლობისტების წყალობით თითქმის ყველა ტენდერი უკონკურსოდ United Launch Alliance-ს გადაეცემოდა. თუმცა სასამრთლოებმა და დიდმა ძალისხმევამ თავისი საქმე გააკეთა: SpaceX-მა სახელი გაითქვა და მიაღწია NASA-სთან პარტნიორობას. 

„მას შემდეგ, რაც SpaceX-მა დაიწყო მისიების განხორციელება NASA-სთვის, ეს დაპირისპირების პირველი შემთხვევაა“ - აცხადებენ კორპორაციაში. – „SpaceX-მა შესათავაზა მას თავისი ვარიანტი, რომელიც გულისხმობდა მისიის წარმატებულობის უმაღლესი დონის უზრუნველყოფას დასახელებულ თანხაზე მნიშვნელოვნად იაფად. ამიტომ ვთვლით, რომ იმავე მისიისთვის უფრო მეტის გადახდა Boeing-ისა და Lockheed-ისთვის სააგენტოს ინტერესებსა და ამერიკულ საგადასახადოებს ემსახურება“.  

  • Upvote 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.