Magdalena Posted February 16, 2019 Posted February 16, 2019 Coinbase Wallet-ის მომხმარებლები მალე შეძლებენ საკუთარი Private Key-ს სარეზერვო ასლები შექმნან პლატფორმებზე - Google Drive-სა და iCloud-ზე. სიახლის შესახებ სან-ფრანცისკოში დაფუძნებულმა კრიპტოსავალუტო ბირჟამ განაცხადა საკუთარ ბლოგზე: იმ შემთხვევაში, თუკი მომხმარებლები თავიანთ Private Key-ს ან მოწყობილობებს დაკარგავენ, შეძლებენ გამოიყენონ ახალი ფუნქცია და თავიდან აირიდონ აპლიკაციაში არსებულ ფულად რესურსებზე წვდომის დაკარგვის რისკი. Coinbase-ის თქმით, cloud-პლატფორმებზე სარეზერვო კოპირებისთვის მომხმარებლებს მოუწევთ მხოლოდ პაროლის დამახსოვრება, რათა აღადგინონ თავიანთი რესურსები - private key-ები უსაფრთხოდ იქნება შენახული. დამატებითი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის კომპანია იძლევა რეკომენდაციას - მომხმარებლებმა პაროლი შეინახონ cloud backup-ის სერვისის აქტივაციის შემდეგ. როგორც Coinbase ამბობს, Backup-ფუნქცია დაშიფრულია AES-256-GCM encryption-ით და ხელმისაწვდომია მხოლოდ Coinbase Wallet-ის მობილური აპლიკაციისთვის. მისი გაშიფვრა მხოლოდ პაროლის დახმარებითაა შესაძლებელი. ბირჟამ ასევე განაცხადა, რომ არც მას და არც cloud-სერვისების პროვაიდერებს არ აქვთ წვდომა მომხმარებლების პაროლებსა და ფულად რესურსებთან - პაროლები მხოლოდ მომხმარებელების ფლობაში იქნება. მომხმარებლებმა, რომელთაც სურთ ამ ფუნქციით სარგებლობა, უნდა აირჩიონ ოფცია იმ დროს, როდესაც საფულის აპლიკაცია მომდევნო რამოდენიმე დღეში უნდა განახლდეს. Cloud backup-ის ჩართვა შესაძლებელია ნებისმიერ დროს პარამეტრების მენიუდან: აირჩევთ „აღდგენის ფრაზას“ (Recovery Phrase) და მიჰყვებით მითითებულ ინსტრუქციას. Coinbase-ის თქმით, მომავალში იგეგმება საფულისთვის iCloud-ისა და Google Drive-ს გარდა სხვა cloud-პლატფორმების მხარდაჭერის მინიჭებაც. ახალ ფუნქციასთან დაკავშირებით გარკვეული უარყოფის გამოხატულებაა სოციალურ ქსელებში, რამდენადაც ზოგიერთი თვლის, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე პირადი გასაღებების cloud-სისტემაში შენახვა რისკებს ზრდის. Twitter-ის ერთ-ერთი მომხმარებელი წერს: „ეს კარგია, მაგრამ გახსოვდეთ: 1) cloud-სივრცე ხშირად დგება საფრთხის წინაშე, ასე რომ პაროლი მნიშვნელოვანია; 2) თუკი პაროლის დამახსოვრება საჭიროა, სად ინახავთ მას? რამდენად უსაფრთხოა ეს ადგილი? ზოგიერთ მომხმარებელს კი უფრო ცინიკური მიდგომა აქვს. Twitter-ზე განთავსებულ გამოკითხვაში - შეინახავდით ან შეინახავენ თუ არა ადამიანები თავიანთ Private key-ს cloud-პლატფორმაზე ახალი ფუნქციის მიხედვით, პასუხის გამცემთა 100%-ის პასუხი იყო - არა. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას Coinbase-მა განაცხადა Bitcoin-ის მხარდაჭერის შესახებ iOS-ისა და Android-ის საფულეების აპლიკაციებზე. https://www.coindesk.com/coinbase-wallet-to-feature-private-key-backup-on-google-drive-icloud 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.