Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

Coinbase Wallet-ის მომხმარებლები მალე შეძლებენ საკუთარი Private Key-ს სარეზერვო ასლები შექმნან პლატფორმებზე - Google Drive-სა და iCloud-ზე. 

სიახლის შესახებ სან-ფრანცისკოში დაფუძნებულმა კრიპტოსავალუტო ბირჟამ განაცხადა საკუთარ ბლოგზე: იმ შემთხვევაში, თუკი მომხმარებლები თავიანთ Private Key-ს ან მოწყობილობებს დაკარგავენ, შეძლებენ გამოიყენონ ახალი ფუნქცია და თავიდან აირიდონ აპლიკაციაში არსებულ ფულად რესურსებზე წვდომის დაკარგვის რისკი. 

 

Coinbase-ის თქმით, cloud-პლატფორმებზე სარეზერვო კოპირებისთვის მომხმარებლებს მოუწევთ მხოლოდ პაროლის დამახსოვრება, რათა აღადგინონ თავიანთი რესურსები - private key-ები უსაფრთხოდ იქნება შენახული. დამატებითი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის კომპანია იძლევა რეკომენდაციას -   მომხმარებლებმა  პაროლი შეინახონ cloud backup-ის სერვისი აქტივაციის შემდეგ.  

როგორც  Coinbase ამბობს, Backup-ფუნქცია დაშიფრულია AES-256-GCM encryption-ით და ხელმისაწვდომია მხოლოდ Coinbase Wallet-ის მობილური აპლიკაციისთვის. მისი გაშიფვრა მხოლოდ პაროლის დახმარებითაა შესაძლებელი. 

ბირჟამ ასევე განაცხადა, რომ არც მას და არც cloud-სერვისების პროვაიდერებს არ აქვთ წვდომა მომხმარებლების პაროლებსა და ფულად რესურსებთან - პაროლები მხოლოდ მომხმარებელების ფლობაში იქნება. 

მომხმარებლებმა, რომელთაც სურთ ამ ფუნქციით სარგებლობა, უნდა აირჩიონ ოფცია იმ დროს, როდესაც საფულის აპლიკაცია მომდევნო რამოდენიმე დღეში უნდა განახლდეს. Cloud backup-ის ჩართვა შესაძლებელია ნებისმიერ დროს პარამეტრების მენიუდან: აირჩევთ „აღდგენის ფრაზას“ (Recovery Phrase) და მიჰყვებით მითითებულ ინსტრუქციას. 

Coinbase-ის თქმით, მომავალში იგეგმება საფულისთვის iCloud-ისა და Google Drive-ს გარდა სხვა cloud-პლატფორმების მხარდაჭერის მინიჭებაც. 

ახალ ფუნქციასთან დაკავშირებით გარკვეული უარყოფის გამოხატულებაა სოციალურ ქსელებში, რამდენადაც ზოგიერთი თვლის, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე პირადი გასაღებების cloud-სისტემაში შენახვა რისკებს ზრდის. 

Twitter-ის ერთ-ერთი მომხმარებელი წერს: 

„ეს კარგია, მაგრამ გახსოვდეთ: 1) cloud-სივრცე ხშირად დგება საფრთხის წინაშე, ასე რომ პაროლი მნიშვნელოვანია; 2) თუკი პაროლის დამახსოვრება საჭიროა, სად ინახავთ მას? რამდენად უსაფრთხოა ეს ადგილი?  

ზოგიერთ მომხმარებელს კი უფრო ცინიკური მიდგომა აქვს. Twitter-ზე განთავსებულ გამოკითხვაში - შეინახავდით ან შეინახავენ თუ არა ადამიანები თავიანთ Private key-ს cloud-პლატფორმაზე ახალი ფუნქციის მიხედვით, პასუხის გამცემთა 100%-ის პასუხი იყო - არა.  

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას Coinbase-მა განაცხადა Bitcoin-ის მხარდაჭერის შესახებ iOS-ისა და Android-ის საფულეების აპლიკაციებზე. 

image.png

  • Like 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.