Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

კორპორაცია Intel-მა გამოუშვა კომერციული ბლოკჩეინ-კომპლექტი Hyperledger-ის ეკოსისტემის ბაზაზე - ნათქვამია 12 თებერვალს გამოქვეყნებულ მარკეტინგულ მასალებში. 

Intel-ი თანამშრომლობს  Hyperledger-თან, რომელთა თანასაქმიანობა ორგანიზებულია Linux Foundation-სა და IBM-ს, აგრეთვე სხვა მსხვილი ფინანსური ინტიტუტების მიერ. კორპორაციამ განაცხადა, რომ მისი ახალი პროდუქტი განკუთვნილია იმ კომპანიებისთვის, რომელთაც სურთ სწრაფად და ეფექტურად აამოქმედონ თავინთი ბლოკჩეინი. 

ეკოსისტემას საფუძვლად უდევს Hyperledger Fabric - აპლიკაციების წარმოების ან მოდულური არქიტექტურის ბაზა. ამავე დროს პროდუქტი გამოყენებული იქნება Intel-ის აპარატულ უზრუნველყოფაში, მაგალითად, Xeon-პროცესორებსა და Ethernet-ადაპტერებში. 

სისტემას გააჩნია საბაზისო კონფიგურაცია, რომლითაც მხარდაჭერილია Hyperledger-ით მართული ბლოკჩეინის ამოქმედებისთვის აუცილებელი მინიმუმი. Intel-ის თქმით, პაკეტი გამოსაყენებლად მზად არის. 

როგორც Cointelegraph-მა რამოდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, მეორე ტექნოლოგიურმა გიგანტმა - IBM-მაც აამოქმედა Hyperledger-ის ბაზაზე შექმნილი საკუთარი ბლოკჩეინ-პლატფორმა თავის მონაცემთა ცენტრში, მელბურნში.  როგორც ცნობილია, ეს გადაწყვეტილება მომხმარებლებს საშუალებას მისცემს თავიანი აპლიკაციები მართონ კომპანიის cloud-სისტემაში. 

გარდა ამისა, მიმდინარე თვეში IBM-მა დააანონსა პროექტი ბლოკჩეინისა და ინტერნეტ-ნივთების გამოყენებით მიწისქვეშა, გრუნტის წყლების გამოყენების სამართავად: კალიფორნიის შტატში გვალვასთან ბრძოლის მიზნით.  

კომპანია Microsoft-მაც გამოუშვა ბლოკჩეინ-კომპლექტი 2018 წლის ნოემბერში. ეს კომპლექტი, სახელად Azure, წარმოადგენს სერვერების გარეშე მომუშავე სისტემას და მას გააჩნია იმგვარი ფუნქციები, როგორებიცაა off-chain-იდენტიფიკაცია და მონაცემები, აგრეთვე მონიტორინგისა და შეტყობინებების პროგრამირების ინტერფეისები (API) იმგვარ ფორმატში, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია ბლოკჩეინ-აპლიკაციების შექმნა. 

  • Like 2

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.